ჰიპერტენზია - კარდიოლოგია

კითხვა: მაწუხებს მაღალი წნევები, ვსვავდი ინდეპამიდს 2,5 მაგრამ სულ მქონდა 170 110 ზე, ახლა ვიღებ ნიფედიპინს ,რომელსაც ჩამოყავს წნნევა 140 90,წამლის გასვლის შემდეგ, თუ არ მივიღე ეს წამალი ისევ მიწევს 170 მდე, მეყინება ფეხები,სახეც მიშუპდება თვალებს ქვეშ, გთხოვთ მირჩიოთ მედიკამენტი,რომლის თანხაც იქნება ჩემთვის ხელმისაწვდომი, ვარ 59 წლის
პასუხი:

მოგესალმებით,
წნევის მაჩვენებელი 170/110 ნიშნავს, რომ თქვენ არტერიული ჰიპერტენზია გაქვთ. განასხვავებენ ორი ტიპის ჰიპერტენზიას – პირველადს და მეორეულს. პირველ შემთხვევაში დაავადების მიზეზი დაუდგენელია, მეორეული ჰიპერტენზია კი ეწოდება არტერიული წნევის ისეთ მატებას, რომელიც სხვა ორგანოს ან ორგანოთა სისტემის დაავადების შედეგია. ამ დროს ძირითადი დაავადების მკურნალობის გარეშე წნევის მაჩვენებლები ვერ დარეგულირდება.
დღესდღეობით ჰიპერტენზიის სამკურნალო არაერთი მედიკამენტი არსებობს, მაგრამ იმის განსაზღვრა, რომელი წამალი გჭირდებათ, შესაბამისი სპეციალისტის პრეროგატივაა.
სხვა შემთხვევაში თვითნებურად მედიკამენტის მიღებამ შესაძლოა, გამოიწვიოს უკუჩვენება და არასასურველი გვერდითი ეფექტები.
ჩვენი კლინიკა „ახალი სიცოცხლე“ გთავაზობთ აქციას, რომლის ფარგლებშიც სრულიად უსასყიდლოდ ისარგებლებთ კარდიოლოგის კონსულტაციით და ჩაიტარებთ ელექტროკარდიოგრამას, ვრცელი ინფორმაციისათვის მიჰყევით ბმულს: https://kirurgia.ge/article/31466/ufasod-gtavazobt-kardiologis-konsultaciasa-da-eleqtrokardiogramas-
კვლევის შემდეგ, გვექნება შესაძლებლობა, რომ დაგინიშნოთ შესაბამისი მკურნალობა.

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 059 900.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა