გამოაგზავნეთ შეკითხვა
თქვენს შეკითხვებს უპასუხებენ ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციური ექიმები. სრულიად უფასოდ მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე.
ექიმთან ხშირად დასმული შეკითხვები
ხელის დაბუჟება
12 ოქტომბერი 2018კითხვა: გამარჯობა. ძილის დროს ხელები ისე მიბუჟდება რომ მაღვიძებს და შემდეგ გარკვეული დრო მჭირდება რომ გრძნობა დამიბრუნდეს მასაჟებით, ფაქტიურად საერთოდ ვერ ვგრძნობ ხელს, თითქოს არც მქვს, მეორე ხელით ვაადგილებ და მასაჟებით ნელნელა მიბრუნდება მგრძნობელობა, მაგრამ ეს პერიოდი კოშმარია :( რისი ბრალი შეიძლება იყოს და რომელ სპეციალისტს უნდა მივმართო? მადლობა წინასწარ
იხილეთ პასუხიოსტეომა, ჰემანგიომა
12 ოქტომბერი 2018კითხვა: მოგესალმებით, 2 თვის წინ გადავიღე თავის ტვინის მრტ ნიუ ჰოსპიტალში, მარჯვენა საფეთქელთან მქონდა მოვლითი ყრუ ტკივილები, ექიმმა მითხრა რომ არაფერი არ მჭირს და დიდი ალბათობით თანდაყოლილია და 1 წლის შემდეგ მოდი დინამიკაში რომ დავაკვირდეთო, პირდაპირ დასკვნიდან დავდებ მხოლოდ იმ ამონარიდს რის გამოც დინამიკაში დაკვირვება დამინიშნეს, სხვა მხრივ არაფერი არ მჭირს ,, მარჯვენა თვალბუდის ზედა კედელზე, შუბლის ძვლის არეში ისახება არასწორი, მკაფიო კონტურების მქონე, არაჰომოგენური სტრუქტურის (პერიფერიაზე სკლეროზული არშიით) ინტენსიურად კონტრასტირებადი კერა ზომით : 1,0 X 0.9 რომელიც არ ვრცელდება ორბიტაში და საჭიროებს დაკვირვებას დინამიკაში. არსებული მრტ კვლევით თავის ტვინის ნივთიერებაში კეროვანი დაზიანების ნიშნები არ აღინიშნება. ( ტომოგრაფიის ფოტო იტალიაში რადიოლოგსაც ანახეს, რომელმაც იგივე მითხრა მაგრამ ზუსტად რა ქვია ვერ გეტყვიო, ოსტეომა არის თუ ჰემანგიომაო, სჯობს ამჯერად კომპიუტერული ტომოგრაფია გადაიღო, რადგან კტ-ზე უფრო ზუსტად გამოჩნდება ოსტეომაა თუ ჰემანგიომაო. რას მირჩევთ თქვენ? ან თუ მართლა ოსტეომაა რამდენად საშიშია რომ გაიზარდოს? ასევე ისიც მითხრა ორივე რადიოლოგმა, რომ გამორიცხულია ეს იყოს შენი ყრუ ტკივილის მიზეზიო, ეს ვერანაირად ვერ შეგაწუხებდაო. დიდი მადლობა
იხილეთ პასუხიარტერიული ჰიპერტენზია
12 ოქტომბერი 2018კითხვა: გამარჯობა ვარ 18 წლის გოგო. მაწუხებს მაღალი წნევები.140/80 ზე მაქვს ხოლმე ხშირად მაგრამ ეს ყველაფერი არ არის მაქვს კიდევ უფრო დიდი პრობლემა, რომელმაც მოსვენება დამაკარგინა. როდესაც ძალიან აღელვებული ვარ და გული არანორმალურად მაქვს აჩქარებული შიშის გამო და წნევას მიზომავენ ასეთ რამეს მეუბნებიან უკვე ორმა ადამიანმა მითხრა. გაზომვის დროს გულის ცემის ხმა 200-ზეც კი ისმისო. პირველად დედამ მითხრა მაგრამ მერე სხვანაირად იწყება გულის ცემაო და იმით ვხვდები რამდენი გაქვს წნევაო. ერთხელ ასე მითხრა 200 -ზეც ისმის გულის ცემა მაგრამ მერე 120 -იდან სხვანაირად დაიწყო და 120/80 ზე გაქვსო. არანაირი წამალი არ დამილევია. ნახევარი საათის შემდეგ კიდევ გამიზომა და 110/70-ზე მქონდა ეხლა ჩვეულებრივ ისმის გულის ცემის ხმა 110 იდანო. ფარმაცევტმაც მითხრა ერთხელ 180 ზე ტუკ-ტუკი დაიწყო მერე მალევე გაჩერდა და 140/80ზე გაქვსო. სასწრაფოს ექიმებმა მითხრეს ასეთი რამ შეუძლებელია ალბათ ვერ გიზომავენ კარგადო. ვერ გამიგია მართლა 200 მაქვს ხოლმე წნევა? ექიმებმა შანსი არაა რომც მოინდომო მაგდენი ვერ გექნებაო. თან წამალსაც არ ვსვამ იმიტომ რომ მეუბნებიან გულისცემა სულ იმიტომ ისმის რომ ძალიან აჩქარებული გაქვს წნევა არ გაქვს მაღალიო. გთხოვთ რამით დამამშვიდეთ თორემ ნერვიულობისგან მოვკვდები
იხილეთ პასუხიარტერიული ჰიპერტენზია ( დამატებითი პასუხი )
12 ოქტომბერი 2018კითხვა: წინა შეკითხვაში გითხარით რომ წნევის გაზომვისას ხანდახან 200-ზეც ისმის გულის ცემა მერე ჩერდება და 120 იდან ან 130 იდან იწყება და 80/70 ზე ისევ ჩერდება მეთქი. ამ დროს არითმია არ აღმენიშნება. ასეთ დროს როგორ მოვიქცე? ვერ ვიგებ რამდენი მაქვს წნევა. სასწრაფო გამოვიძახეთ და რომ მოვიდა 130/80 ზე მქონდა, სანამ ექიმს მივაკითხავ იქნებ რამე მირჩიოთ რომელია ზუსტი წნევა ან ასე რატომ მემართება.
იხილეთ პასუხიკისრის ნაოჭის ექოსკოპია
12 ოქტომბერი 2018კითხვა: მოგესალმებით კისრის ნაოჭი ექოსკოპიამ აჩვენა 3.1მმ, სხვა ყველაფერი ნორმაშია ორსული არის21 წლის,მაინტერესებს ასეთი ზომებით სხვა პაციენტებში ყოფილა თუ არა შემთხვევა ბავში პათოლოგიის გარეშე დაბადებულიყოს?? და კიდევ რა კვლევა ჩავიტაროთ რომ 100% იანი პასუხი გავიგოთ?
იხილეთ პასუხი