კითხვა: წინა შეკითხვაში გითხარით რომ წნევის გაზომვისას ხანდახან 200-ზეც ისმის გულის ცემა მერე ჩერდება და 120 იდან ან 130 იდან იწყება და 80/70 ზე ისევ ჩერდება მეთქი. ამ დროს არითმია არ აღმენიშნება. ასეთ დროს როგორ მოვიქცე? ვერ ვიგებ რამდენი მაქვს წნევა. სასწრაფო გამოვიძახეთ და რომ მოვიდა 130/80 ზე მქონდა, სანამ ექიმს მივაკითხავ იქნებ რამე მირჩიოთ რომელია ზუსტი წნევა ან ასე რატომ მემართება.
პასუხი:
მიმოწერის რეჟიმში დიაგნოსტირება შეუძლებელია.
ამიტომ ვივარაუდეთ წინა პასუხში, რომ საქმე ეხებოდა არტერიულ ჰიპერტენზიას და გამოსარიცხი იყო გულ–სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიები.
რაც შეეხება იმას, რომ „200-ზეც ისმის გულის ცემა მერე ჩერდება და 120 იდან ან 130 იდან იწყება და 80/70 ზე ისევ ჩერდება“, როგორც უკვე მოგახსენეთ, გასათვალისწინებელია რამდენად სწორად იზომება წნევა !
ასეთი მაჩვენებლის შემთხვევაში, დაზიანდებოდა გულ–სისხლძარღვთა სისტემა, რაც გამოიწვევდა დამატებით ჩივილებს.
უნდა მიმართოთ კარდიოლოგს, რათა თავიდან აიცილოთ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !