შეკითხვა ექიმს

გამოაგზავნეთ შეკითხვა

თქვენს შეკითხვებს უპასუხებენ ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციური ექიმები. სრულიად უფასოდ მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე.



შეკითვა ექიმს

ექიმთან ხშირად დასმული შეკითხვები


წონასწორობის დარღვევა, შუილი ყურებში - ნეიროქირურგია

25 იანვარი 2019

კითხვა: გამარჯობა, ვარ 31 წლის მამაკაცი. მაქვს შუილი ყურებში უკვე 5 წელზე მეტია. ბოლო ორი წელი პერიოდულად მაქვს თავბრუსხვევა და წონასწორობის დარღვევა. მაქვს სიმძიმის შეგრძნება, ტკივილი კეფისა და კისრის არეში. მიჭირს ბალიშზე თავის დადება და დაძინება. ბოლო ერთი წელია კი ვატყობ რომ გული მიჩქარდება ხოლმე და წნევა ცვალებადი გამიხდა. თხოვნა მექნება, რომ მირჩიოთ ვის მივმართო თქვენთან ან რომელი აქციით სარგებლობა იქნება ჩემთვის მისაღები?

იხილეთ პასუხი

სკოლიოზი - ნეიროქირურგია

24 იანვარი 2019

კითხვა: გამარჯობა ვარ 15 წლის , 1 თვეში ვხდები 16 ის, სქოლიოზი მაქვს მესამე სტადიის დასაწყისი და 3 წლის განმავლობაში ცურვით, ვარჯიშითა და მასაჟით არ მომირჩება სქოლიოზი? და სიმაღლეში შევწყვიტე ზრდა და მაინტერესებს მომემატება თუ არა სიმაღლე გასწორების შემდგომ?

იხილეთ პასუხი

მუცლის ღრუს MRT კვლევა ( აქცია ) - კომპიუტერული ტომოგრაფია

24 იანვარი 2019

კითხვა: გამარჯობა, მაინტერესებს რა ღირს თქვენთან მუცლის ღრუს მაგნიტურ-რეზონანსული კომპიუტერული გამოკვლევა

იხილეთ პასუხი

მასტოპათია - მამოლოგია

24 იანვარი 2019

კითხვა: გამარჟობა. ხშირად ვსარგებლობ თქვენი კონსულტაციით და უღრმესი მადლობა :) კითხვა მაქვ მამოლოგთან. ჩემი ზოგადი კლინიკური სურათი ასეთია. ვარ 33 წლის დაოჯახებული 2 შვილით. ძუძუთი კვება თითო თვე თითო ბავშვს. მეტი ვერ. 5 წლის წინ მარჯვენა მკერდზე მქონდა კვანძი და ჰორმონით და გელით მოხდა გაწოვა. იმის შემდეგ გამუდმებით ვიმოწმებ. ბოლოს 4 თვის წინ გავიკეთე ეხო და ლიმფური კვანძი მქონდა გადიდებული ნორმის ფარგლებში მარცხენა იღლიის ქვეშ. კვანძები არ იყო. ეხლა ისევ გავიკეთე, ლიმფური კვანძის სიდიდე 0.84-0.69-0.41 სმ-ია და 2 კვანძია მარცხენა ძუძუზე 0.57-0.65 სმ ზომის, ჰიპოექოგენური ოვალური და მრგვალი ფორმის სწორკიდეებანი მკაფიო კონტურებით. დასკვნა: სინოგრაფიული ნიშნებით: მარცხენა ძუძუს მასტოფათია, კეროვანი დაზიანებებით. მაქვს გასტრიტი დიეტიების გამო და ნაღვლის ბუშტის ანთება. ცოტა ნერვოზიც და საკვერცხის უმნიშვნელო კისტები (როგორც მითხრეს უმნიშვნელოაო). რას მეტყვით და რასთან შეიძლება ამ მონაყოლით საქმე გვქონდეს? რამდენად სერიოზულია ჩემი ამბავი. ექიმთან ვიზიტს და ა.შ რათქმაუნდა ვაპირებ. მადლობა წინასწარ :)

იხილეთ პასუხი

ფილტვისმიერი ჰიპერტენზია - პულმონოლოგია

24 იანვარი 2019

კითხვა: რა იწვევს წნევას ფილტვებში? შესაძლებელია თუ არა გამოიწვიოს სისხლის გადასხმამ?

იხილეთ პასუხი

MRT დაფინანსება - კომპიუტერული ტომოგრაფია

24 იანვარი 2019

კითხვა: მაინტერესებს ხერხემლის მაგნიტო რეზონანსული კვლევის დაპინანსება თუ ხდება თქვენთან და რა არის საჭირო ამისათის? წინასწარ მადლობ...

იხილეთ პასუხი