გამოაგზავნეთ შეკითხვა
თქვენს შეკითხვებს უპასუხებენ ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციური ექიმები. სრულიად უფასოდ მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე.
ექიმთან ხშირად დასმული შეკითხვები
მამოგრაფიული კვლევის პასუხი - მამოლოგია
26 იანვარი 2019კითხვა: სკრინინგ ცენტრში გავიკეთე მამოგრაფია და ექოსკოპიის სარძევე ჯირკვლის.პასუხში წერია ასე :ლატერალურის საზღვარზე,არეოლასთან ისახება არქიტექტურული დეზორგანიზაციის უბანიო ზომით12*4მმ.სხვა არაფერი უთქვიათ,თავად მიბრძანდით მამოლოგთანო.სანამ მივალ,მაინტერესებს სერიოზულია რამე?
იხილეთ პასუხივიზიტი სპეციალისტთან - ტრავმატოლოგია
25 იანვარი 2019კითხვა: გამარჯობა.თუ შეიძლება იქნებ მიპასუხოთ,დაახლოებით ორი კვირაა მაწუხებს ეს პრობლემა.მარჯვენა მხარეს მკერდიდან ნეკნების ჩაყოლებაზე ვგრძნობ ძარღვის დაჭიმულობას,რაც დიდ დისკომფორტს მიქმნის,ანუ ზუსტად ვგრძნობ რომ არა კუნთი არამედ მთლიანი ძარღვი მაქვს დაჭიმული მკერდიდან ნეკნებამდე და შესაბამისად გამოიკვეთა ანუ რაც გამეჭიმა საკმაოდ ამობურცულია მთელ სიგრძეზე.არც მივარჯიშია იმ მომენტში,არც რაიმე სიმძიმე ამიწევია.რაც მქონდა სახლში ინდომეტაცინის მალამო გამოვიყენე,მერე ვოლტარენიც შევიძინე,ნუ ოდნავ კი მომცა შეღავათი მაგრამ მაინც მაქვს დაჭიმული ეს ძარღვი და ძალიან მოქმედებს უკვე ნერვებზე.. იქნებ მირჩიოთ როგორ მოვიქცე,დაველოდო თუ ექიმთან მივიდე,ან რის ექიმთან უნდა მ ივიდე რომელი ექიმის კომპეტენციაა ეს პრობლემა? ძალიან გთხოვთ მიპასუხოთ,მადლობა წინასწარ.
იხილეთ პასუხითავბრუსხვევა - ნევროლოგია
25 იანვარი 2019კითხვა: ვარ 48 წლის. ბოლო ერთი კვირაა ძლიერი თავბრუსხვევა მაქვს,განსაკუთრებით დილით წამოდგომისას,წონასწორობის შეკავება მიჭირს,თუმცა მთელი დღის განმავლობაში თავს ვერ ვგრძნობ კარგად,ვიქცევი.(45 წლიდან აღარ მაქვს ციკლი)თავის ტკივილი არ მაქვს..... ოჯახის ექიმმა "არლევერტი" დამინიშნა და ვსვამ 1 კვირაა და დალევიდან 2 სთ არამიშავს,შემდეგ ისევ ისე ვარ....თქვენ რას მირჩევთ?
იხილეთ პასუხიჰიპერპროლაქტინემია - ნეიროქირურგია
25 იანვარი 2019კითხვა: გამარჯობა, პროლაქტინი მაქვს მაღალი 660, ენდოკრინოლოგმა სხვა ანამნეზთან ერთად მითხრა გადამეღო თავის ტვინის ემერაი, სადაც პასუხი მოვიდა ჰიპოფიზის კისტური ფრანგმეტი 3მმ, რას ნიშნავს და რამდენად საშიშია, გთხოვთ მიპასუხოთ
იხილეთ პასუხიანალიზის პასუხი - ჰემატოლოგია
25 იანვარი 2019კითხვა: მოგესალმებით. ერთი წელია ყოველ 2 თვეში ვიკეთებ სისხლის საერთო ანალიზს. Mcv78,04. და mch27, 4ზე მაღლა არ ავიდა. პირადი ექიმი მეუბნება, რომ ეს უმნიშვნელო ცვლილებაო. ბიოქიმიური aptt45, 4ია. რას მირჩევთ, როგორ მოვიქცე.
იხილეთ პასუხი