ექიმთან ხშირად დასმული შეკითხვები - ორსულობა
ნაყოფის გულისცემა - ორსულობა
03 იანვარი 2019კითხვა: გამარჯობა, 6კვირის ორსული ვარ და გულის ცემა 70-80წუთში დარტმა და საშიშია? ნორმა რამდენია დასაშვები
იხილეთ პასუხიბაქტერიული ვაგინოზი ორსულობისას - ორსულობა
31 დეკემბერი 2018კითხვა: ვარ ორსული და საშოში მაწუხებს საშინელი ქავილი და წვა გთხოვთ იქნებ რამე მირჩიოთ
იხილეთ პასუხინაყოფის პრენატალურ განვითარებაში ჩამორჩენა - ორსულობა
29 დეკემბერი 2018კითხვა: გამარჯობა.ბოდიშით რომ გაწუხებთ,მაგრამ იქნებ დამეხმაროთ და უყურადღებოთ ნუ დამტოვებთ.ვარ 38 კვირის და 1 დღის ორსული ციკლით,ფეტომეტრიით 35 კვირის და 5 დღის.ჩამორჩენა აქვს ნაყოფს განვითარებაში,წონის მხრივაც 2,600ია ნაყოფის წონა. 6 კვირიდან მოყოლებული ყოველდღე ვსვამ კარდიომაგნილს75-იანს და ვიკეთებ კლექსანს 0,4-იანს დღემდე ანტიფოსფოლიპიდური სინდრომის გამო.3 თვემდე ორჯერ ავიღე კარდიოლიპინების ანალიზე M და G ფორმებზე და ორივეჯერ მომატებული იყო ერთნაირად.M ფორმა ნორმა <7 ზე ნაკლები ეწერა მე 8 მქონდა,G ფორმა ნორმა <10 ზე ნაკლები და მე 12 მქონდა.კოაგულოგრამას ყოველ 2 კვირაში და თვეში ერთხელ ვიღებდი.ხან ნორმაზე დაბალი მქონდა,ხანაც ნორმაზე მაღალი.ბოლოს კოაგულოგრამა 37 კვირა და 3 დღეზე 25 დეკემბერს გავიკეთე და 434 მქონდა(ნორმა 200-400) უწერია.დ დიმერიც თითქმის ამ ვადაზე 1 დღით ადრე ავიღე და 1,93 მქონდა ნორმის მაჩვენებელი მესამე ტრიმესტრში -<1.70 უწერია.ამათ მიხედვით მშობიარობამდე ან საკეისრომდე რამდენი ხნით ადრე უნდა მოიხსნას კლექსანი?და მოხსნის შემთხვევაში ის პერიოდი საფრთხე ხომ არ შეექმნება ნაყოფს?
იხილეთ პასუხიგანმეორებითი საკეისრო - ორსულობა
29 დეკემბერი 2018კითხვა: გამარჯობა 3 თვის წინ გავკეთე საკეისრო კვეთა, ახლხანს აღმოვაჩინე რომ ისევ ორსულად ვარ. მაინტერსებს თუ არის შესაძლბელი ისევ საკეირო კვეთით ბავშვის გაჩენა თუ რაიმე რისკებთნაა დაკავშირებული?
იხილეთ პასუხინაყოფის პრენატალურ განვითარებაში ჩამორჩენა ( დამატებითი პასუხი) - ორსულობა
29 დეკემბერი 2018კითხვა: დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის და ყურადღებისთვის.ნეტა თბილისში ვცხოვრობდე აქ საკითხავი არ გამიხდებოდა არაფერი და სანერვიულო.32 წლის ასაკში 7 წლიანი უშვილობის შემდეგ უმკურნალებლად ღვთის სასწაულად დავორსულდი და ძლივს მოვედი აქამდე და ახლა არ მინდა რომ რამე შეცდომა მოხდეს.ვეღარ გავიგე რა ვქნა და რომელს დავუჯერო ჩემს ექიმს თუ მეანს.მთელი ორსულობა ვისთანაც ვიარე აღრიცხვაზე ის 5-7 დღით ადრე ყველაზე დიდი შეწყვეტას მეუბნება მშობიარობის და საკეისროს შემთხვევაში რომელიც არ უნდა ავირჩიო.მე საკეისრო მაქვს გადაწყვეტილი.მეანი კიდე 2 კვირით ადრე შეწყვეტას მთხოვს და იჯინებს და არც არაფერს მიხსნის.მხოლოდ იმაზე ფიქრობს და ორიენტირებულია და ამახვილებს ყურადღებას სისხლდენა არ ატყდეს და გამოიწვიოს,ამას ახსენებს მხოლოდ.ასეთ შემთხვევაში როგორ უნდა მოვიქცე და რომელს უნდა ვენდო?საერთოდ ყველაზე დიდი რამდენი ხნით ადრე წყდება კლექსანი საკეისროს დროს?
იხილეთ პასუხინაყოფის გულისცემა - ორსულობა
26 დეკემბერი 2018კითხვა: გამარჯობა 5კვირის ფეხმძიმე ვარ და გულის ცემა შენელებულათ ისმოდა, 3დღეში გადასამოწმებლათ კიდევ დამიბარა და საშიში თუ არის?
იხილეთ პასუხიგამოაგზავნეთ შეკითხვა
თქვენს შეკითხვებს უპასუხებენ ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციური ექიმები. სრულიად უფასოდ მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე.