კითხვა: გამარჯობა 5კვირის ფეხმძიმე ვარ და გულის ცემა შენელებულათ ისმოდა, 3დღეში გადასამოწმებლათ კიდევ დამიბარა და საშიში თუ არის?
პასუხი:
მოგესალმებით,
როგორც უკვე გაეცანით ჩვენს ერთ–ერთ პასუხს ბავშვის გულისცემასთან დაკავშირებით, გულისცემის რითმი პასუხობს ცვლილებებით არასასურველ პათოლოგიურ სიტუაციებს.
მთავარი ფაქტორი კი, რომელიც ნაყოფის გულისცემის რითმს ცვლის არის მისთვის მიწოდებული ჟანგბადის დეფიციტი - ჰიპოქსია.
მეხუთე კვირაში, ნაყოფის გულისცემის ნორმის მაჩვენებელია 85-105 დარტყმა წუთში.
ვიმედოვნებთ საშიში არაფერია და განმეორებითი ვიზიტის შემდეგ, მდგომარეობა გაუმჯობესებული იქნება.
დაელოდეთ ვიზიტის დღეს და გაითვალისწინეთ თქვენი მეან–გინეკოლოგის რეკომენდაციები.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !