ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა

მიმდინარე წლის, 22 მაისს ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა “ახალი სიცოცხლის“ და ბოლნისის ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, მოეწყო უფასო გასინჯვების აქცია ქვემო ბოლნისის მოსახლეობისთვის.

 

კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ 20-მდე სხვადასხვა პროფილის ექიმებმა, მათთვის ჩვეულ რეჟიმში გასცეს კონსულტაციები და მათ მიერ ადგილზევე ჩატარდა მარტივი ინსტრუმენტული და სადიაგნოსტიკო კვლევები. გამოვლინილი პრობლემების სადიაგნოსტიკოდ, რაც ღრმა კვლევას მოითხოვდა და ადგილზე ვერ ჩატარდა პაციენტები გადამისამართდნენ შემდგომში მაღალტექნოლოგიურ სერვისებზე მკურნალობის და კვლევების გასაგრძელებლად.

 
ჩვენი პროფესიონალი ექიმები და უნიკალური აპარატურით აღჭურვილი კლინიკა, მუდმივად დააორგანიზებს მსგავს აქტივობებს მოსახლეობის ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად.

 

დეტალური ინფორმაციის გასაგებად დაგვირეკეთ ნომერზე +995 577 059 900 ან +995 322 12 25 25

მისამართი: დიღომი, გ. ჟვანიას 7 (ყოფილი ლუბლიანას 29)

გისურვებთ ჯანმრთელობას!