ალბათ, სიმბოლურია, რომ 17 დეკემბერი, ბარბარობა დღე, ქირურგიის ეროვნულმა ცენტრმა კიდევ ერთი წარმატებული პროექტის, კლინიკა "ახალი სიცოცხლის" განახლებული სამეანო–გინეკოლოგიური დეპარტამენტის გახსნით აღნიშნა და საზოგადოებას სამწლიანი თავდაუზოგავი მუშაობისა და მიღწეული შედეგების შესახებ ერთგვარი ანგარიში წარუდგინა. სამი წლის წინ "ახალი სიცოცხლე" ქირურგიის ეროვნული ცენტრის ნაწილი გახდა და ამით კლინიკამ მართლაც ახალი სიცოცხლე შეიძინა.
"კვირის პლიტრა" ~კლინიკა "ახალ სიცოცხლეს ეწვია.