ულტრათანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში (ემერჯენსი) პაციენტების შემოსვლა ხდება როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების საშუალებით, ისე თვითდინებით.
პაციენტისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარებით სარგებლობა შესაძლებელია კვირაში 7 დღე 24 საათის განმავლობაში.
დეპარტამენტში დანერგილია საერთაშორისო კვლევებსა და გაიდლაინებზე დაფუძნებული დიაგნოსტირებისა და მკურნალობის მეთოდები. დეპარტამენტში მუშაობენ კვალიფიციური და სერტიფიცირებული კადრები, რომელთაც გავლილი აქვთ სხვადასხვა სასწავლო ტრენინგი.
ტექნიკური აღჭურვილობა
პაციენტთა მაქსიმალური კომფორტისთვის დეპარტამენტში გაშლილია უახლესი ფუნქციური და მანევრირებადი საწოლები. თითოეული საწოლი აღჭურვილია ჟანგბადის წერტილებითა თუ მონიტორული სისტემით.
დეპარტამენტში ფუნქციონირებს ყველა სახის, უახლესი სარეანიმაციო აპარატურა, რომელიც კი შეიძლება ექიმს დასჭირდეს გადაუდებელი დახმარებისა და ინტენსიური თერაპიის წარმოებისათვის (ერთ სივრცეშია შესაძლებელი სხვადასხვა სისტემის სონოგრაფიული და რენტგენოგრაფიული კვლევების ჩატარება), მაგალითად:
- ექოსკოპი;
- რენტგენოგრაფი;
- კომპიუტერული ტომოგრაფი.
დეპარტამენტი ფლობს ნებისმიერი სირთულის პათოლოგიის მართვის სრულ რესურსს.
კლინიკის გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტი სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან მჭიდროდ თანამშრომლობს, შესაბამისად, პაციენტი მზრუნველ და უსაფრთხო გარემოში იღებს უმაღლესი ხარისხის სამედიცინო დახმარებას.