კლინიკა ,,ახალ სიცოცხლეში“ ორსულები გაუმჯობესებული პირობებით სარგებლობენ
კლინიკაში დარეგისტრირებული ორსულები ისარგებლებენ 8 უფასო ანტენატალური ვიზიტით და ჩაუტარდებათ პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა საჭირო კვლევა
ვაუჩერით იფარება:
- მეან-გინეკოლოგის 8 კონსულტაცია;
- სისხლის საერთო ანალიზი;
- შარდის კულტურალური გამოკვლევა;
- სისხლის ჯგუფისა და რეზუს-კუთვნილების განსაზღვრა;
- რეზუს-ანტისხეულებზე ტესტირება რეზუს-უარყოფითი სისხლის მქონე ქალებში პირველ და მესამე ანტენატალურ ვიზიტზე;
- სკრინინგული ტესტები (B ჰეპატიტი, C ჰეპატიტი, აივ-ინფექცია და სიფილისი);
- ულტრაბგერითი გამოკვლევა პირველ და მეორე ანტენატალურ ვიზიტზე უმაღლესი ხარისხის მაღალტექნოლოგიური ექოსკოპიის აპარატით – Voluson E 10;
- გლუკოზის ტოლერანტობის მცირე ტესტი;
- შარდში ცილის განსაზღვრა მე–6 ანტენატალურ ვიზიტზე;
- ჰემოგლობინის განსაზღვრა სისხლში.
საჭიროების შემთხვევაში, რისკ–ჯგუფის ორსულებს ჩაუტარდებათ უფასო გენეტიკური სკრინინგი.
ჩვენი კლინიკის პაციენტ ორსულებს შეუძლიათ დაესწრონ მშობელთა სკოლის გაკვეთილებს, რაც მათ დაეხმარებათ ინფორმირებული და, შესაბამისად, ფსიქოლოგიურად მომზადებული შეხვდნენ მშობიარობას.
კლინიკა ,,ახალი სიცოცხლის“ კიდევ ერთი უპირატესობა გახლავთ ყველა ამბულატორიული სერვისი ერთ სივრცეში, რაც საშუალებას აძლევს ორსულს, საჭიროების შემთხვევაში, ისარგებლოს ანგიოლოგის, ენდოკრინოლოგის, ჰემატოლოგის, მამოლოგის, კარდიოლოგის, თერაპევტისა და სხვა სპეციალობის ექიმების კონსულტაციით.
ჩვენს კლინიკაში დაგხვდებათ პროფესიონალთა გუნდი, უახლესი აპარატურა, უსაფრთხო, კომფორტული და ოჯახური გარემო.
მომსახურების მისაღებად მიმართეთ კლინიკა ,,ახალ სიცოცხლეს“ ორსულობის მე-13 კვირამდე და ისარგებლეთ პირველადი რეგისტრაციით, 110 ლარის ნაცვლად –მხოლოდ 40 ლარად!!!
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წინასწარ ჩაეწეროთ ნომერზე 577 059 900, რათა ისარგებლოთ აღნიშნული აქციით!