ანესთეზია ხელოვნური გზით ტკივილის შეგრძნების დათრგუნვაა.
კლინიკაში ქირურგიული ჩარევებისთვის განკუთვნილია ულტრათანამედროვე ვენტილაცია–კონდიცირების სისტემითა და თანამედროვე სამედიცინო აპარატურით (სანარკოზე აპარატები, ინვაზიური კარდიო მონიტორები, სისხლის გაზების ანალიზატორი და სხვა) აღჭურვილი საოპერაციო ბლოკები.
რა უნდა იცოდეთ ანესთეზიის დეპარტამენტზე?
დეპარტამენტში შესაბამისი ქირურგიული ოპერაციისა და პაციენტის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობიდან გამომდინარე ტარდება ყველა სახის ანესთეზია თანამედროვე მიდგომებითა და საერთაშორისო გაიდლაინების დაცვით, მაგალითად:
- სპინალური ანესთეზია;
- ზოგადი ბალანსირებული ანესთეზია;
- ინტრავენური ანესთეზია სპონტანური სუნთქვის შენარჩუნებით;
- ეპიდურული გაუტკივარება და სხვა.
რა პროცედურას გადის პაციენტი ოპერაციამდე?
ანესთეზიამდე ექიმი–ანესთეზიოლოგი ეცნობა პაციენტის ისტორიას, ზოგად ანამნეზს, ცხოვრების სტილს. ადგენს ხომ არ აქვს პაციენტს ალერგია კონკრეტულ საანესთეზიო პრეპარატზე და სხვა. სწორედ ამ მიდგომითაა შესაძლებელი გვერდითი ეფექტებისა თუ გართულებების მინიმუმამდე დაყვანა.
ანესთეზიოლოგიის დეპარტამენტის თითოეული ექიმი მუდმივად ეცნობა ამ მიმართულებაში დანერგილ სიახლეებს, უცხოელი კოლეგების გამოცდილებას. კლინიკის ხელმძღვანელების ორგანიზებით, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს კადრების გადამზადება – თავის მხრივ თანამშრომლები აქტიურად მონაწილეობენ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო კონფერენციებსა და მასტერკლასებში.