ზურგის ტვინის სიმსივნე

კითხვა: დედაჩემს აქვს ზურგის ტვინის სიმსივნე. გვეუბნევიან ოპერაციას სასწრაფოდ ნეოროქირურგები.გვეშინია ოპერაციამ სიკვდილი არ გამოიწვიოს და არ დავაჩქაროთ მისი დაღუპვა.თითონაც ეშინია.იქნებ მითხრათ რამდენად შედეგიანია ხერხემალზე ამგვარი ოპერაციის გაკეთება და რა შედეგი შეიძლება მივიღოთ..
პასუხი:


მოგესალმებით,
ზურგის ტვინის სიმსივნეები შეიძლება დაიყოს ინტრადურულ და ექსტრადურულ სიმსივნეებად იმის მიხედვით, თუ რა მდებარეობა აქვთ მათ გარსებში. ასევე გააჩნია მის ფორმას და სტადიას.
ზოგადად, დიაგნოსტირება ხდება სამწუხაროდ გვიან ეტაპებზე, რასაც მძიმე შედეგამდე მივყავართ. ასეთი პაციენტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩარევა იყოს რაც შეიძლება დამზოგველი და ეფექტური.
იქიდან გამომდინარე, რომ არ ვიცით ზუსტი დიაგნოზი და პაციენტი არ იმყოფება ჩვენს კლინიკაში, რთულია ამომწურავი პასუხი გაგცეთ.
მიჰყევით მკურნალი ექიმის რეკომენდაციას, უმჯობესია დეტალური და ამომწურავი ინფორმაცია მიიღოთ მისგან, რადგან მკურნალ ექიმზე უკეთ, პაციენტის მდგომარეობა არავინ იცის.
სთხოვეთ მას, აგიხსნათ და გაგარკვიოთ მკურნალობის როგორც დადებით, ისე უარყოფით და მოსალოდნელ შედეგებში.
ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, მომართეთ ჩვენს კლინიკას, სადაც შემუშავებული გვაქვს სიმსივნის თანამედროვე მკურნალობის სქემა მცირეინვაზიური მეთოდით, რაც გულისხმობს განაკვეთის გარეშე ოპერაციების წარმოებას და სიმსივნის ემბოლიზებას.
ჩვენი კლინიკის ნეიროქირურგიული დეპარტამენტი 24 საათის განმავლობაში მზად არის, მიიღოს და დაეხმაროს პაციენტს.
დამატებითი ინფორმაციისათვის, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა