ყბის სახსრის ართრიტი - ყბა–სახის ქირურგია

კითხვა: გამარჯობა, მყავს 17 წლის გოგონა, რომელსაც ყბის სახსრის ართრიტი დაუდგინეს. მყავდა ორთოდონტთან რომელმაც კაპას გაკეთება გვირჩია. მაინტერესებს რამდენად სწორი გადაწყვეტილებაა და გამოიღებს თუ არა შედეგს. წინასწარ გიხდით მადლობას.
პასუხი:

მოგესალმებით,
საფეთქელ-ქვედა ყბის სახსარი ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე მომუშავე სახსარია. ქვედა ყბა თითქმის განუწყვეტლივ მოძრაობს. ღეჭვის, ლაპარაკის, მთქნარების და სხვა მოქმედებების დროს ის დღეში დაახლოებით ორიათას მოძრაობას ასრულებს.
ყბა-კბილთა სისტემის აგებულებიდან გამომდინარე, შესაძლოა მკურნალობისას გამოიყენებოდეს ე.წ. კაპები, რაც მსოფლიო ორთოდონტიაში სიახლე არაა.
ასევე, როგორც უკვე გაეცანით ჩვენს ერთ–ერთ პასუხს გასათვალისწინებელია – საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის, მასთან დაკავშირებული საღეჭი კუნთების დაავადება, დაზიანების ტიპი და დონე.
მიჰყევით მკურნალი ექიმის რეკომენდაციებს. ალტერნატიული აზრის მოსასმენად მიმართეთ ბავშვთა ასაკობრივ კლინიკაში ყბა–სახის ქირურგს.
სამწუხაროდ, ამ ეტაპზე, ჩვენ ვერ დაგეხმარებით.


გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა