კითხვა: გამარჯობაა 4 დღეა უყვე ყბა მტკივა ნერწყვის გადაყლაპვაც მიჭირს ყურზეც გადამდის უკვე ვეღარ ვიგებ კბილი მტკივა თუ ყბა. ხელს რო ვადებ მტკივა
პასუხი:

მოგესალმებით,
მიმოწერის რეჟიმში დიაგნოსტირება გაგვიჭირდება, რადგან ტკივილი შეიძლება, რამდენიმე პრობლემის კომბინაციით იყოს გამოწვეული. მათ შორისაა:

  • ართრიტი;
  • ყბის ტრავმა;
  • სანერწყვე ჯირკვლის პათოლოგია.

გასათვალისწინებელია თქვენი ასაკიც, შესაძლოა ჩივილების გამომწვევი იყოს ე.წ. სიბრძნის კბილის (მე–8) ამოსვლა.
სასურველია, პირველ რიგში მიმართოთ სტომატოლოგს, ხოლო ამ სპეციალობის პრობლემის გამორიცხვის შემდეგ – ყბა–სახის ქირურგს.
შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ყბა–სახის ქირურგთან კონსულტაციაზე. ვიზიტისას დათვალიერდება პირის ღრუ, საჭიროების შემთხვევაში ჩაგიტარდებათ დამატებითი კვლევები, დაისმება დიაგნოზი და დაგენიშნებათ შესაბამისი მკურნალობა.

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა