წონაში მატების სურვილი

კითხვა: რომელი ვიტამინი უნდა მივიღო რომ ჭამის მადა გამიძლიერდეს.წონაშიც მინდა მოვიმატო .
პასუხი:

მოგესალმებით, როცა წონის მატება სურთ, ხშირია შემთხვევა, როცა ამ პროცესის ხელშესაწყობად ჰგონიათ ყველაფერი უნდა ჭამონ და თან ბევრი. თუ წონაში მომატება გსურთ, მაშინ უნდა გაზარდოთ საკვების კალორიულობა და რაციონში შეიტანოთ ცილებითა და ნახშირწყლებით მდიდარი პროდუქტები.
· მიირთვით დღეში არანაკლებ 5-6-ჯერ, კვებებს შორის ერთნაირი შუალედები დაიცავით;
· ნასადილევს დაისვენეთ, მშვიდად დაჯექით ან წამოწექით, მიეცით ორგანიზმს საკვების კარგად მონელების საშუალება;
· მიღებული ცილების ნახევარს უნდა შეადგენდეს ხორცი, თევზი;
მედიკამენტებს რაც შეეხება, მათი დისტანციურად რჩევა ჩვენი მხრიდან არაკორექტულია და თვითნებურ ღონისძიებებსაც არ გირჩევთ, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში და მომართოთ დიეტოლოგ–ენდოკრინოლოგს, რომელიც სრული ანამნეზის შეკრების შემდეგ, აუცილებლად დაგეხმარებათ და მოგცემთ ობიექტურ რეკომენდაციას. გმადლობთ რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა