მოგესალმებით,
ხერხემალი სხეულის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ის დაზიანებისგან იცავს ზურგის ტვინს, უზრუნველყოფს დგომასა და მოძრაობას. ხერხემალი მალებისა და მალათაშორისი დისკოებისგან შედგება. პირობითად მას ხუთ ნაწილად ყოფენ: კისრის შვიდმალიან, გულმკერდის თორმეტმალიან, წელის ხუთმალიან, გავისა და კუდუსუნის ნაწილებად. ხერხემლის სტრუქტურის შეცვლას, მალებისა და მათ ირგვლივ მდებარე ქსოვილების დაზიანებას ბევრი რამ იწვევს, მათ შორისა დისკოს თიაქარიც.
დაზიანებული, დეფორმირებული ხერხემლის ძვლოვანი ელემენტები შესაძლოა ზურგის ტვინს ან მისგან გამომავალ ნერვებს მიაწვეს. ეს ნერვები მგრძნობიარე და მომოძრავებელი ტოტებისგან შედგება, ამიტომ მათი მიჭყლეტისას თავს იჩენს ტკივილი, ზოგჯერ კი მოძრაობაც იზღუდება.
დისკოს თიაქარი ვითარდება, როდესაც დაზიანებული დისკოს შიგთავსი მთლიანად ან ნაწილობრივ გარეთ იჟონება. ამ პათოლოგიას ზოგჯერ დისკოს დაცურებას ან გახეთქვასაც უწოდებენ. გარეთ გამოსული შიგთავსი აწვება ახლომდებარე ნერვებს, რაც ხელის ან ფეხის ტკივილს, დაბუჟებას, სისუსტეს იწვევს.
თიაქარი უმეტესად წელის არეში ვითარდება და სხვა რისკფაქტორებიდან აღსანიშნავია ზურგის ტვინის არხის თანდაყოლილი დეფექტები.
ზუსტი დიაგნოსტირებისა და ამომწურავი პასუხისათვის უნდა მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ნევროლოგთან უფასო კონსულტაციაზე, სადაც ჩვენი სპეციალისტი გაგსინჯავთ, გასინჯვის შემდეგ დაგინიშნავთ დამატებით საჭირო გამოკვლევებს, დასვამს დიაგნოზს და შეგირჩევთ მკურნალობის შესაბამის მეთოდს.
კლინიკაში მიმდინარე აქციის ფაგრლებში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ მაგნიტურ–რეზონანსულ კვლევაზე ფასდაკლებები, ვრცლად იხილეთ ბმულზე:
ნევროლოგთან უფასო კონსულტაცია მიმდინარეობს ყოველ ხუთშაბათს, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !