წელის ტკივილი

კითხვა: წელის ტკივილი რისგან შეიძლება იყოს გამოწვეული???
პასუხი:

მოგესალმებით, 

დისტანციურად ზუსტი დიაგნოზის დასმა ჩვენი მხრიდან არაკორექტულია, თუმცა ზოგადად მოგახსენებთ.

ზურგის ქვედა ნაწილის (წელის) ადგილობრივი ტკივილი შეიძლება დაკავშირებული იყოს ნებისმიერ პათოლოგიურ პროცესთან, რომელიც ეხება ან აღიზიანებს ნერვების ტკივილის რეცეპტორებს.

დღითი დღე იზრდება იმ დაავადებათა ნუსხა, რომლებსაც სხვადასხვა ინტენსივობისა და ხანგრძლივობის წელის ტკივილი ახასიათებს. მათ ჩამონათვალში შედის:

●  გავა-წელის რადიკულიტი, ოსტეოქონდროზი, მიოზიტი;

●  მწვავე და ქრონიკული ქოლეცისტიტი, ნაღველკენჭოვანი დაავადება;

●  შარდკენჭოვანი დაავადება, გლომელურონეფრიტი, თირკმლის ჭვალი;

●  მწვავე და ქრონიკული პანკრეატიტი;

● ვირუსული დაავადებები;

●  თირკმელების, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტისა და პანკრეასის დაწევა;

●  ზურგის ტვინის თიაქარი.

ტკივილი ზოგჯერ ხანმოკლე, ძლიერი, ინტენსიური ან შეტევითია, ზოგჯერ კი - ყრუ, ხანგრძლივი და მუდმივი.

ტკივილის ბუნებასა და გამოვლინებას დიდი მნიშვნელობა აქვს.

აუცილებელია მიმართოთ ექიმ–სპეციალისტს  ,კერძოდ ნევროლოგს .

ამ მიზნით კი შეგვიძლია შემოგთავაზოთ  ჩვენს კლინიკაში  ნევროლოგთან უფასო კონსულტაცია, რომელიც საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევების შემდეგ დასვამს დიაგნოზს და დაგინიშნავთ შესაბამის მკურნალობას. ვიზიტისას, თუ გამოიკვეთება მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფიით კვლევის საჭიროება, კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ ფასდაკლება, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/15961/uprecedento-aqcia-mtliani-kherkhemlisa-da-zurgis-tvinis-kvleva.-magnitur-rezonansuli-tomografia

ნევროლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეა პარასკევი, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

 

 

 

გამოაგზავნეთ შეკითხვა