წელის ტკივილი

კითხვა: გამარჯობა. მაინტერესებს რა იწვევს დღის ბოლოს გაუსაძლის წელის ტკივილს? მაწუხებს ზურგიც. თუ დიდხანს მომიწია ჯდომა კუდუსუნის ძვალი ისე მტკივა გასწორება მიჭირს. მადლობა
პასუხი:

მოგესალმებით,
ზოგადად მოგახსენებთ, რომ ზურგის ქვედა ნაწილის (წელის) ადგილობრივი ტკივილი შეიძლება დაკავშირებული იყოს ნებისმიერ პათოლოგიურ პროცესთან, რომელიც ეხება ან აღიზიანებს ნერვების ტკივილის რეცეპტორებს.
დღითი დღე იზრდება იმ დაავადებათა ნუსხა, რომლებსაც სხვადასხვა ინტენსივობისა და ხანგრძლივობის წელის ტკივილი ახასიათებს. მათ ჩამონათვალში შედის:
• გავა-წელის რადიკულიტი, ოსტეოქონდროზი, მიოზიტი;
• მწვავე და ქრონიკული ქოლეცისტიტი, ნაღველკენჭოვანი დაავადება;
• შარდკენჭოვანი დაავადება, გლომელურონეფრიტი, თირკმლის ჭვალი;
• მწვავე და ქრონიკული პანკრეატიტი;
• საკვერცხეების ანთება, საშვილოსნოს პათოლოგიები;
• ვირუსული დაავადებები;
• თირკმელების, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტისა და პანკრეასის დაწევა;
• ზურგის ტვინის თიაქარი.
ტკივილი ზოგჯერ ხანმოკლე, ძლიერი, ინტენსიური ან შეტევითია, ზოგჯერ კი ყრუ, ხანგრძლივი და მუდმივი.
ტკივილის ბუნებასა და გამოვლინებას დიდი მნიშვნელობა აქვს.
ხერხემალი მალებისა და მალათაშორისი დისკოებისგან შედგება. პირობითად მას ხუთ ნაწილად ყოფენ: კისრის შვიდმალიან, გულმკერდის თორმეტმალიან, წელის ხუთმალიან, გავისა და კუდუსუნის ნაწილებად. ხერხემლის სტრუქტურის შეცვლას, მალებისა და მათ ირგვლივ მდებარე ქსოვილების დაზიანებას ბევრი რამ იწვევს, მათ შორისა დისკოს თიაქარიც.
დაზიანებული, დეფორმირებული ხერხემლის ძვლოვანი ელემენტები შესაძლოა ზურგის ტვინს ან მისგან გამომავალ ნერვებს მიაწვეს. ეს ნერვები მგრძნობიარე და მომოძრავებელი ტოტებისგან შედგება, ამიტომ მათი მიჭყლეტისას თავს იჩენს ტკივილი, ზოგჯერ კი მოძრაობაც იზღუდება.
შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ნევროლოგთან უფასო კონსულტაციაზე, სადაც შეფასდება მდგომარეობა, ჩაგიტარდებათ ზუსტი დიაგნოსტირებისათვის საჭირო კვლევები და ამის შემდეგ ნევროლოგი დაგინიშნავთ აპრობირებულ და გაიდლაინებით დასაბუთებულ მკურნალობას.
ასევე შესაძლებელია ჩაიტაროთ მთლიანი ხერხემლისა და ზურგის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ერთი სეგმენტის კვლევის ფასად 270 ლარად, 420 ლარის ნაცვლად და მიიღებთ უფასოდ ექიმი-ნეიროქირურგის კონსულტაციას.
აქცია ძალაშია ყოველ ხუთშაბათს,შაბათს და კვირას.
ნევროლოგთან და ნეიროქირურგთან უფასო საკონსულტაციო დღეა პარასკევი, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა