კითხვა: 2016 წელს გლდანის ციხის საავადმყოფოში გავიკეთე ოპერაცია ქვედა ყბაზე. კბილი ამოვიღე და არ შემიხორცდა. ეხლა დამიწყო ტკივილი ვერ გავიგე კბილი მტკივა ყბა მტკივა თუ ზედა ყბაზე კბილი მტკივა. ანტიბიოტიკი დავლიე 5 დღე თითქოს გამიარა მაგრამ ისევ მტკივა მუხის და სალბის ნახარშს ვივლებ მაგრამ მტკივა რას მირჩევთ რომ დამეხმაროთ.
პასუხი:
მოგესალმებით,
დისტანციურად ზუსტი დიაგნოზის დასმა რთულია.
შესაძლოა თქვენს ჩივილებს იწვევდეს, როგორც ნაოპერაციევი არე და საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის პათოლოგია, ისე კარიესისაგან გამოწვეული პულპიტი (ნერვის ანთება).
პირველ რიგში სასურველია კონსულტაციაზე მიბრძანდეთ კბილის ექიმთან, რათა გამოირიცხოს სტომატოლოგიური პრობლემები.
ხოლო ამის შემდეგ, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ყბა–სახის ქირურგთან უფასო კონსულტაციზე, რომელიც მიმდინარეობს ყოველ ხუთშაბათს, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!