ვიზიტი სპეციალისტთან - ოტო–რინო–ლარინგოლოგია

კითხვა: გამარჯობათ,ვმუშაობ საკმაოდ დამღლელ და დაძბაულ სამუშაო გარემოში, და წლებია არ დამისვენია,დაახლოვებით ექვსი თვის წინ ამტკივდა ბრმა ნაწლები და მა ყველაფერზე დამემართა ნერვული შეტევასავით( ზოგადად წლებია მაწუხებს გულის ჩქარება,და ნერვოზული რაღაცეები მაგრამისეთია რაფერი რომ ვერ მოვრეოდი)ამეწია წნევა ,გამიბუჟდა ხელფეხი,გამეყინა კიდურები,დამაწყებინა კანკალი,გამიბრუვდა თავი,ეს თავის გაბრუვება ემატებოდა და ემატებოდა,მივდიოდი იმ ზომამდე რომ მეგონა ვგიჟდებოდი ან ვკვდებოდი,თავზე ხელსაც ვერ ვისვავდი კანზე შეხებისასაც კი რაღაცები მემართბოდა.მივედი ექიმთან და მითხრა ვეგეტნევროზი,დამიწერა მედოლაპრამი 10 მგ ერთხელ დღეში,ატარაქსი და ბ ვიტამინის ნაკრები, დაახლოვებით თვენახ ევარი ვსვავდი ამ წამლებს და შედეგი არ მქონია შესამჩნევი,მერე სხვამ დამიწერა ზოლოფტი-,ქანაქსი და ეგოლანზა და მომიხსნა მედოლაპრამი,ამ ყველაფერს ერთი თვე ვსვავდი და უარესი მომივიდა.მესამე ექიმმა ეს ყველაფერი მოხსნა დამიტოვა ზოლოფტი და დამიმატა ტრიტიკო, რექატინი და ომეგა ვიტრუმი, ამ ქალის წამლებზე მეოთე დღეს დამეწყო საშინელი კანკალი ლამის გავგიჟდი,ფეხზე ვერარ ვდგებოდი,ა მ ყველაფერზე ადრე დაახლოვებით სამი კვირით ადრე დამეწყო ყურის ტკივილი და საშინელი თავბრუსხვევაც, ჩავიწვეთე ოტიპაქსი და ძლივს გამიარა ერთი კვირი ს მერე მარა დამრჩა თავბრუსხვევა.წავედი თოდუაში და ნევროლოგი გადაირია ეს რა ამბავია რა წამლები გიწერია,რათ გინდოდა სამი ანტიდეპრესანტი ერთადო და დამიწერა ბულაქსინი,ტრიკორტინის 10 ნემსი, გრანდაქსინი 2 აბი დღეში და რომვერ ვიძინე ბდი ამვი ნაითი,თუ ვერ გამოკეთდები მიდი ფსიქო ნევროლოგთან და გადაიღე ტომოგრაფიაო, მოკლედ ჩავამთავრე ეს წამლებიც და ისევ დამრჩა ჩივილები.ამასთან დამემართა ფილტვების ანათება და დამეწყო უჰაერობა,რომელიც როგორც ექიმმა მითხრა აღარ მაქვს მაგრამ დამრჩა უჰაერობა და ყელში მოხრცობის შეგრძება, ჩიყვის ანალიზი გავიკეთე და არ მაქვს,პატარა კვანძია რაც საშიში არ არისო,გულიც გამორი ცხული მაქვს.მოკლედ მივედი ფსიქო ნევროლოგთან და ერთი თვეა ვსვავ მედოლაპრამს ისევ 10 მგ,ყურის ტკივილი ისევ მაქვს და დამიწერა ბულაქსინი და ბეტამაქსი,გამიარა თავბრუსხვევამ და შინაგანმა კანკალმა,ძილიც შედარებით გამომისწორდა, მაგრამ მაქვს ისევ უჰაერობა, ყურის ყრუ ტკივილი,და სახლში რომ მივდივარ შინაგანად მაქვს შიშ რომ ისევ შეიძლება გავხდე ისე ისე ცუდა და უარესად ვხდები,ვარ ძაან უხასიეთოდ და მგონია რომ ვერასდროს გამოვკეთდები,რაცყველაზე მეტად მაწუხებს თავში მაქვს უცნაური შეგრძნება რაც ძალიან მაწუხებს, გაღიზიანებასაც ვერ დავარქმევ, უფროს უსიამოვნო ჟრანტელის შეგრძნება რაც ძალიან მაწუხებს, და ყურებში გუგუნის და წუილის შეგრძნება განსაკუთრებით დილით, ავიღე ასევე D ვიტამინის ანალიზი და მაქვს 7,3 რაც ზალიან დაბალიაო და ვსვავ აკვადეტრიმს 15000, აღარ ვიცი რის ექიმთან მივიდე და რა გავაკეთო,უკვე ექვსი თვე ხდება რა წამალი აღარ მაქვს დალეული და ისევ ვერ ვიშორებ ამ შიშს და დაძაბულობას,რასაც მოყვება მერე ის უცნაური აზრები და ფიქრები,დიდ ბოდიში ამდენი რომ მოგწერეთ მარგამ სხვანაირად ვარ აგიხსნიდიტ, ადამიანურად გთხოვთ თქვენ მაინც მითხარით რა შეიძლება დავლიო ან გავაკეთო,უკვე ძალიან დავიღალე,ფსიქო ნევროოგმა მითხრა არ გინდა ტომოგრაფიაო, ან რა მინდა მაგტორეზონანსული თუ უბრალოდ ტომოგრაფია
პასუხი:

მოგესალმებით,

მიმოწერის რეჟიმში, დიაგნოსტირება რა თქმა უნდა შეუძლებელია. თუ მიუხედავად მრავალი ფსიქოტროპული პრეპარატის მიღებისა ჩივილი მაინც უცვლელი რჩება, შესაძლოა რომ ან დიაგნოზი იყოს არასწორი, ან მას თან დაერთოს სხვა პათოლოგიაც.
რაც შეეხება თქვენს მიერ აღწერილ მოვლენას, ყურში წუილის შეგრძნებას, მას ტინიტუსი ეწოდება და ის საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, რომელიც წარმოადგენს ხმაურის სუბიექტურ შეგრძნებას, რომელიც არ უკავშირდება გარე სამყაროს ობიექტურ ხმებს.
ვინაიდან სმენითი სისტემა ძალიან მგრძნობიარეა და ადვილად ზიანდება, ტინიტუსის მიზეზთა ნუსხა მრავალფეროვანია. ის მოიცავს სხვადასხვა სირთულის პრობლემათა მთელ სპექტრს, გოგირდის საცობითა თუ შუა ყურის რომელიმე პათოლოგიით დაწყებული, აკუსტიკური სიმსივნითა თუ თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლით დამთავრებული.
ხმაურის გამოწვევა შეიძლება განაპირობოს შემდეგმა ფაქტორებმა:

  • მაღალი ხმისგან გამოწვეული სმენის დაქვეითებამ;
  • ყურის ინფექციებმა;
  • გულისა და სისხლძარღვების დაავადებებმა;
  • მენიერის დაავადებამ;
  • ტვინის სიმსივნემ;
  • ჰორმონულმა ცვლილებებმა ქალებში;
  • ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიებმა.

ამიტომ შუილის მიზეზის დადგენა ხშირად ძნელია და არაერთი კვლევის ჩატარებას მოითხოვს.
სასურველია, პრევენციის მიზნით მობრძანდეთ ოტო–რინო–ლარინგოლოგთან, რომელიც გამოიკვლევს სასმენ არხს ინსტრუმენტულად და გამორიცხავს ან დაადასტურებს მისი სპეციალობის პათოლოგიას.
გაცნობებთ, რომ ჩვენი კლინიკა არის მულტიპროფილური, გვყავს ყველა სპეციალისტი მათ შორის ნევროლოგი, რაც ხელს შეგიწყობთ და არ მოგიწევთ სხვადასხვა კლინიკაში ვიზიტის განხორიციელება.
ასევე, აქციის ფარგლებში შეგვიძლია შემოგთავაზოთ თავის ტვინის მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია ფასდაკლებით, ვრცლად იხილეთ ბმულზე:  https://kirurgia.ge/article/15963/uprecedento-aqcia-tavis-tvinis-kvleva--magnitur-rezonansul-tomografze

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა