ვიზიტი სპეციალისტთან - ნევროლოგია

კითხვა: გამარჯობა თავი მტკივა ორივე ყური მწვავს და მეგუბება თავიც რო დავწვები ღამე მიწუის და რას ნიშნავს ეს სინდრომი?
პასუხი:

მოგესალმებით,
მიმოწერის რეჟიმში დიაგნოსტირება შეუძლებელია. ზოგადად კი ყურებში ე.წ. „წუილის“ მიზეზი შეიძლება იყოს:

  • ყურის ანთება;
  • გოგირდოვანი საცობი;
  • უცხო სხეული სასმენ მილში;
  • სასმენი ნერვის დაზიანება.

გარდა ამისა, ყურებში ხმაური შეიძლება, გამოიწვიოს:

  • თავის ტრავმამ;
  • თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზმა და ა.შ.

თქვენს შემთხვევაში რაკი ყურის პრობლემებს დაერთვის თავის ტკივილიც სასურველია, გამოირიცხოს სისხლძარღვოვანი პათოლოგია.
ნებისმიერ შემთხვევაში უნდა მიმართოთ ნევროლოგს, ხოლო ამ სპეციალობიდან გამომდინარე პათოლოგიის გამორიცხვის შემდეგ, დიაგნოსტირებაში უნდა ჩართოთ ოტო–რინო–ლარინგოლოგი.
შეგიძლიათ ამ მიზნით, მომართოთ ჩვენს კლინიკას, სადაც მოგემსახურებათ მაღალკვალიფიციურ ექიმთა გუნდი.
ხოლო, ბრაქიოცეფალური სისხლძარღვების დოპლერის საჭიროების შემთხვევაში კი შემოგთავაზებთ ფასდაკლებას, ვრცლად იხილეთ ბმულზე:  https://kirurgia.ge/article/31356/tavis-tvinis-magistraluri-siskhldzarghvebis-gamokvleva-da-nevrologis-konsultacia-50-larad--  

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა