მოგესალმებით,
თვალების ტკივილის მდებარეობა შეიძლება იყოს როგორც ზედაპირული, ისე თვალის შიგნითა სტრუქტურების მომცველი. თვალის ზედაპირულმა ტკივილმა შეიძლება გამოიწვიოს ქავილის სურვილი და იყოს მწველი ან გამჭოლი. თვალის ზედაპირული მიზეზი შეიძლება იყოს უცხო სხეული, ინფექცია ან ნებისმიერი ფაქტორი რაც გააღიზიანებს და ანთებას გამოიწვევს თვალის მემბრანაზე.
თვალის შიდა სტრუქტურების ტკივილი შეიძლება იყოს ჩვეულებრივი ან მფეთქავი . ტკივილის ეს ტიპი შესაძლოა რაიმე მძიმე მდგომარეობასთან იყოს დაკავშირებული.
ზოგადად თვალის ტკივილის გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყოს:
● ალერგიები;
● ბლეფარიტი (ქუთუთოების ანთება);
● საცრემლე სადინარის დახშობა;
● საკონტაქტო ლინზებთან დაკავშირებული პრობლემები;
● რქოვანას ცვეთა (თვალის გამჭვირვალე გარსის, რქოვანას ზედაპირული შრეების აქერცვლა);
● მშრალი თვალის სინდრომი;
● გლაუკომა ( დაავადებათა კრებული, რომელიც გამოწვეულია გაზრდილი თვალშიდა წნევით, რაც აზიანებს ნერვს);
● განმეორებითი, ძლიერი თავის ტკივილი თვალის გარშემო ცალ მხარეს;
● მხედველობის ნერვის ანთება;
● კონიუნქტივიტი;
● სკლერიტი (თვალის გარეთა თეთრი გარსის, სკლერის ანთება);
● უვეიტი (თვალის შუა ნაწილის ანთება).
თუ თვალისა და თავის ტკივილს დროს, გაღიზიანებთ კაშკაშა შუქი და გაცილებით კომფორტულია სიბნელეში ყოფნა, შესაძლოა ტკივილებს იწვევდეს შაკიკიც.
ასევე, ტკივილები ჩნდება ირიტის ( თვალის ფერადი გარსის ანთება) და რეფრაქციის დარღვევის შემთხვევები. რეფრაქციის დარღვევის შემთხვევაში სათვალის ზომის სწორი არჩევა აქრობს თავის ტკივილს, ან თუ სათვალეს არ ატარებთ შესაძლოა ესეც მივიჩნიოთ ტკივილის გამომწვევ მიზეზად.
დისტანციურად ზუსტად დიაგნოსტირება, კლინიკური კვლევების გარეშე შეუძლებელია, ამიტომ მობრძანდით ჩვენს კლინიკაში ოფთალმოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, სადაც ჩაგიტარდებათ პირველადი გამოკვლევები, დაზუსტდება ან გამოირიცხება ოფთალმოლოგიური პრობლემები და დაგენიშნებათ შესაბამისი მკურნალობა, ასევე შესაძლებელია მკურნალობაში ჩაერთოს ნევროლოგიც, რომელთან კონსულტაციაც, კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში, ასევე უფასოა.
ოფთალმოლოგთან უფასო კონსულტაციის დღეებია ოთხშაბათი და ხუთშაბათი, ხოლო ნევროლოგთან – პარასკევი.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, გთხოვთ წინასწარ ჩაეწეროთ ჩვენი ცხელი ხაზის ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: გამარჯობა. თვალების ტკივილი მაწუხებს. თან მორიგეობით მტკივა შიგნიდან, ზედა მხარეს და თითქოს საფეთქლებისკენ და შუბლისკენ მიდის ტკივილი.. ორივე ერთად არასდროს მტკივა მაგრამ ცალცალკე ძალიან ხშირად.. რისი სიმპტომი შეიძლება იყოს ? და ვის შეიძლება გავესინჯო ?
პასუხი: