მოგესალმებით,
იქიდან გამომდინარე, რომ არ ვიცით თქვენი ასაკი და სხვა ჩივილები, ზუსტი მიზეზის მითითება გაგვიჭირდება, თითების დაბუჟების მიზეზი ყველაზე ხშირად ნევროლოგიურია, ასევე შესაძლოა იყოს სისხლძარღვთა პრობლემები, ხშირია ხერხემლის პათოლოგიის დროსაც.
თუ მხოლოდ ცერა თითი გიბუჟდებათ, შესაძლოა "დამნაშავე" ფეხსაცმელი იყოს, რომელიც აწვება სისხლძარღვებს, რაც ზღუდავს სისხლის მიმოქცევას.
კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში, შემოგთავაზებთ ანგიოლოგთან უფასო კონსულტაციას, რომელიც საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევების შემდეგ დასვამს დაბუჟების გამომწვევ ზუსტ მიზეზს და დაგინიშნავთ შესაბამის მკურნალობას.
ასევე, შესაძლოა ვიზიტისას გადაგამისამართოთ ნევროლოგთან, რომელთან ვიზიტიც აქციის დღეებში ასევე უფასოა.
ანგიოლოგთან უფასო კონსულტაციის დღეა ორშაბათი, ხოლო ნევროლოგთან – პარასკევი, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: მოგესალმებით.დაახლოებით ერთი თვე რაც ფეხის დიდ თითზე გაბუჟება დამეწყო და რა შეიძლება იყოს მიზეზი?ან თუ შგიძლიათ მირჩიოთ როგორ მოვიქცე ,რომელ ექიმს მივმართო და რამდენად რთული პრობლემის წინაშე ვდგავარ.მადლობა
პასუხი: