ვიზიტი მეან–გინეკოლოგთან - ორსულობა

კითხვა: მოგესალმებით. ორსულობის 34კვირასა და 2 დღეზე გავიკეთე ეხო და ნაყოფის წონა 3,100-მდეა უკვე რაც 37 კვირას უდრისო.მაინტერესებს რა იწვევს ამ სხვაობას.
პასუხი:

მოგესალმებით,
მოგახსენებთ, რომ ზოგადად, ნაყოფის დიდი წონა სხვადასხვა მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული .
ორსულთა პათოლოგიებიდან ერთ - ერთის , მაგალითად ორსულთა დიაბეტის დადგენის მიზნით , 26-ე კვირის ვადაზე ტარდება შესაბამისი სკრინინგი . თუ ეს კვლევა ჩატარებული არ გაქვთ , უმჯობესია მიმართოთ თქვენს მეან–გინეკოლოგს და ახლა ჩაიტაროთ ეს კვლევა , ან მანვე განსაზღვროს ნაყოფის ზედმეტი წონის სხვა მიზეზი .
ნებისმიერ შემთხვევაში, სანერვიულო არაფერია. პატარას საფრთხე არ ემუქრება.
თუმცა თქვენმა მეან–გინეკოლოგმა უნდა განიხილოს და გამოიკვლიოს ყველა შესაძლო ვარიანტი და ამომწურავად გიპასუხოთ თქვენთვის საინტერესო ყველა შეკითხვაზე, რადგან ეს მისი პრეროგატივაა.

● ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/4 

გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა