მოგესალმებით,
უშუალო ვიზიტის გარეშე ვერ განვსაზღვრავთ, თუმცა შეიძლება ეს იყოს კაპილარული სისხლჩაქცევა.
როგორც მოგვითხრობთ, პაციენტი ასაკოვანია და ამასთან ერთად აწუხებს წნევა, ამიტომ გირჩევთ შეამოწმოთ კოაგულოგრამა და აკონტროლოთ არტერიული წნევა, ამასთან ერთად უნდა შემოწმდეს სისხლის საერთო ანალიზი და მასში თრომბოციტების რაოდენობა.
გირჩევთ , მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში კარდიოლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც შეკრებს ანამნეზს, ობიექტურად შეაფასებს მდგომარეობას და საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევების შემდეგ, პაციენტს დაუნიშნავს შესაბამის მკურნალობას ,სისხლის სურათის მიხედვით შესაძლოა საჭირო გახდეს ექიმი–ჰემატოლოგის ჩართვა .
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: 75 წლის ქალს ორივე ხელზე მტევანის ზედა მხარეს მაჯასთან აქვს ჩაქცევები, მომენტალურად ალაგ ალაგ უწითლდება და შემდეგ ლაქაც რჩება. არის წნევიანი და ყოველდღიურად იღებს წნევის დამწევებს ენაპაშს და ტენოკს მაინტერესებს რა იწვევს ამ ჩაქცევებს და რა შეიძლება მივცე რომ აღარ გნმეორდეს.
პასუხი: