ვიზიტი გინეკოლოგთან - გინეკოლოგია

კითხვა: გამარჯობა შეკითხვა მაქვს გთხოვთ რომ დამეხმაროთ ციკლი გადამიცილდა და ტესტი გავიკეთე უარყოფითი მიჩვენა ეხო გადავიღე და იქაც არაფერი ეხლა უკვე ორი თვეა რაც არ მომსვლია ციკლი გულის რევები მქონდა და უმნიშვნელო მოვარდისფრო გამონადენი წებოსმაგვარი გთხოვთ რო რამე მირჩიოთ
პასუხი:

მოგესალმებით,
ზოგადად, ასეთ დროს საჭიროა დაუყოვნებლივ კონსულტაცია ექიმთან და უფრო ეფექტური ჩარევა, რადგან სისხლიანი გამონადენი პათოლოგიის დაწყების ერთ-ერთი ყველაზე ხშირი გამოვლინებაა.
სასურველია ორსულობის განმეორებითი დიაგნოსტიკა, ქორიონული გონადოტროპინის განსაზღვრითა და ექოსკოპიით.
ამ მიზნით, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, სადაც ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციურ ექიმთა გუნდი გაგიწევთ მომსახურებას.
დამატებითი ინფორმაციისათვის, შეგვიძლიათ დაგვიკავშირდეთ საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა