პროსტატიტი შეიძლება განუვითარდეს ნებისმიერი ასაკის მამაკაცს. პროსტატიტის სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს:
. ტკივილს მენჯში, გენიტალიებში, წელის ქვედა ნაწილში და დუნდულებში
. ტკივილს შარდვის დროს
. შარდვის გახშირებულ მოთხოვნილებას
. შარდვის გაძნელებას, როგორიცაა პრობლემები შარდვის დაწყებისას ან შარდვისას შეწყვეტა- განახლების სახით, ტკივილს ეაკულაციის დროს, რამაც შეიძლება იმოქმედოს ერექციის ხარისხზე ან სქესობრივ ლტოლვაზე.
ზოგჯერ პროსტატიტის მქონე მამაკაცმა შეიძლება იგრძნოს დაღლილობა, სახსრების და კუნთების ტკივილი, შეციება და მაღალი ტემპერატურა (სიცხე) 38C ან უფრო მაღალი.
პროსტატიტის ორი ძირითადი სახეობაა:
ქრონიკული პროსტატიტი - ყველაზე გავრცელებული სახეობა. ამ დროს სიმპტომები ჩნდება და ქრება რამდენიმეთვიანი პერიოდულობით მწვავე პროსტატიტი - სიმპტომები მძიმეა და სწრაფად ვითარდება. ეს სახეობა უფრო იშვიათია, მაგრამ შეიძლება იყოს ძალიან სერიოზული მდგომარეობა და ამიტომ საჭიროებს სასწრაფო მკურნალობას.
მწვავე პროსტატიტს ძირითადად იწვევს საშარდე ტრაქტში (თირკლემებში, შარდის ბუშტში და მათ შემაერთებელ მილებში) განვითარებული ბაქტერიული ინფექცია , რომელიც გადადის პროსტატაში.
ქრონიკული პროსტატიტის შემთხვევებში, ექიმები ძირითადად ვერ პოულობენ რაიმე სახის ინფექციას პროსტატის ჯირკვალში და შესაბამისად სიმპტომების გამომწვევი მიზეზები უცნობია.
ქრონიკული პროსტატიტის მკურნალობა ძირითადად მიზნად ისახავს სიმპტომების კონტროლს.
შესაბამისად თუ თქვენ უკვე მკურნალმა ექიმმა დაგინიშნათ გარკვეული სახის მედიკამენტი და მკურნალობთ შესაძლოა ტკივილი უკავშირდებოდეს ამ პრეპარატის უკუჩვენებას ან სულაც სხვა პრობლემას .უმჯობესია კომპეტენტური პასუხი მიიღოთ მკურნალი ექიმისგან , ვინაიდან ფლობს თქვენს შესახებ ამომწურავ ინფორმაციას .თუ გსურთ ალტერნატიული აზრის მოსმენა მობრძანდით ჩვენს კლინიკაში უროლოგთან უფასო კონსულტაციაზე აქციის ფარგლებში ,რომელიც შეკრებს თქვენს ანამნეზს , საჭიროების შემთხვევაში კი შეგიცვლით დანიშნულებას .უმჯობესია იქონიოთ ჩატარებული კვლევის პასუხები . წინასწარი ჩაწერისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე– 577 119 119 ან 202 25 25. გმადლობთ,რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით, გისურვებთ ჯანმრთელობას!