ვიზიტი ენდოკრინოლოგთან

კითხვა: გამაჯობა უღონობას ვგრძნობ ბოლო პერიდში მეძინება თითქოს უფრო გეგონება მეზარება ლაპარაკიც და მეგობარმა რომელსაც შაქარი აქვს შემომთავაზა შაქრის გაზომვა ჭამიდან 2 საათის მერე მქონდა 88 ესე დაეწერა აპარატმა არის თუ არა საშიში და სანერვიულო ეს მაჩვენებელი? მადლობა წინასწარ.
პასუხი:

მოგესალმებით,
შაქრის დონის გაზომვა სისხლში მნიშვნელოვანი დიაგნოსტიკური ინსტრუმენტია ნახშირწყლოვანი ცვლის შეფასებისთვის, შაქრიანი დიაბეტის ან მისი წინარე მდგომარეობების აღმოჩენისთვის და უკვე დიაგნოსტირებული შაქრიანი დიაბეტის მკურნალობის პროცესის მონიტორინგისთვის.
უზმოდ ითვლება მდგომარეობა, როდესაც ბოლო კვებიდან გასულია მინიმუმ 8 საათი.
ნორმალური მაჩვენებელია – 70 – 99 მგ/დლ (3.9 – 5.5 მმოლ/ლ).
ხოლო, გლუკოზას კვლევა ჭამიდან 2 საათში ნორმაა – < 140 მგ/დლ (7,8 მმოლ/ლ).
თუმცა, სასურველია გაიაროთ კონსულტაცია ენდოკრინოლოგთან, რათა გამოირიცხოს ენდოკრინული დაავადებები ,რომელთა შორის ,ვფიქრობთ ,ყურადღება უნდა გამახვილდეს ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიაზე ..
კლინიკის აქციის ფარგლებში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ ფარისებრი ჯირკვლის კვლევა, ყველაზე დაბალ ფასად, ვრცლად იხილეთ ბმულზე: 

https://kirurgia.ge/article/31342/gamoikvliet-farisebri-jirkvali-ultratanamedrove-aparatit-mkholod-49-larad-

დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა