მოგესალმებით,
იქიდან გამომდინარე, რომ თანამედროვე მედიცინაში არ ვიყენებთ კანაფის ზეთს სამკურნალოდ, რადგან არაა ცნობილი მისი უკუჩვენებებისა და გვერდითი ეფექტების შესახებ, მასზე რეკომენდაციას ვერ მოგცემთ.
ფარისებრი ჯირკვლის კვანძი ჯირკვლის ქსოვილისგან განსხვავებული ბუნების წარმონაქმნია, უმეტესად – არასიმსივნური, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ მცირე მოცულობის წარმონაქმნიც შეიძლება ავთვისებიანი იყოს. მეტი სიცხადისთვის, კვანძოვანი ჩიყვის შემთხვევათა 80% არასიმსივნური დაავადებების წილად მოდის, 10-15% კეთილთვისებიანი სიმსივნეების, ხოლო 5% – პირველადი ავთვისებიანი სიმსივნეების წილად.
ფარისებრი ჯირკვლის კვანძად მიიჩნევა ჯირკვლის შემოსაზღვრული უბნის მოცულობითი ცვლილება, რომელიც აგებულებით ჯანმრთელი ქსოვილისგან განსხვავდება. კვანძოვანი ჩიყვი შედარებით ხშირია ქალებთან, ხანდაზმულებსა და იმ რეგიონების მაცხოვრებლებთან, სადაც ნაკლებია იოდი.
რაც შეეხება კოქსართროზს, იგი საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ქრონიკული დისტროფიული (დეგენერაციული) დაავადებაა, რომელსაც იწვევს: სახსრის გადატვირთვა - პროფესიული, სპორტული, ყოფითი და სხვა; სასახსრე ხრტილის სისტემატური მიკროტრავმები; ჩონჩხის თანდაყოლილი დისპლაზიები და სტატიკის დარღვევა - სკოლიოზი, ბრტყელტერფიანობა , რაც, როგორც წესი, ცვლის სასახსრე ზედაპირის კონგრუენტულობას, ასევე მნიშვნელოვანია სახსრის ტრავმა, სიმსუქნე.
კოქსართროზის დიაგნოზს ადვილად სვამენ რენტგენოლოგიური კვლევის საშუალებით. რენტგენოგრამაზე ჩანს სახსრის ნაპრალის შევიწროება, ძვლის სტრუქტურის შეცვლა (სკლეროზი, ძვლოვანი წარმონაქმნები) და სხვა.
სწორად შერჩეული კომპლექსური თერაპია უდავოდ იძლევა ეფექტს. შესაბამისად გირჩევთ, ნუ გადადებთ ვიზიტს ენდოკრინოლოგთან და ტრავმატოლოგთან.
შემოგთავაზებთ კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში, ტრავმატოლოგთან უფასო ვიზიტს, რომელიც სრულფასოვნად შეაფასებს თქვენს მდგომარეობას და დაგინიშნავთ მკურნალობის შესაბამის მეთოდს.
ასევე, შეგიძლიათ ისარგებლოთ ჩვენი კლინიკის აქციით, ფარისებრი ჯირკვლის სრულფასოვან კვლევაზე, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31342/gamoikvliet-farisebri-jirkvali-ultratanamedrove-aparatit-mkholod-49-larad-
ტრავმატოლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეა ხუთშაბათი, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !