ვარიკოზული ვენები

კითხვა: 1.ზაფხულში მეწვის ფეხები.ვიფენ სველ ტილოს და ვპოულობ შვებას. 2. როცა ცივა თავის ქალა მიცივდება და თბილად ვიხურავ.მაინტერესებს როგორ მოვიქცე.
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენი მონათხრობიდან გამომდინარე ვვარაუდობთ, რომ შესაძლოა საქმე გვქონდეს ვარიკოზულ ვენებთან, რომელზეც მოგაწვდით ზოგად ინფორმაციას.
ვარიკოზული ვენები კვანძოვანი, გადიდებული ვენებია. ვარიკოზი ნებისმიერ ვენაზე შეიძლება განვითარდეს, თუმცა უმეტესად წვივისა და ტერფის ვენები ზიანდება, ვინაიდან ვერტიკალურ მდგომარეობაში ყოფნა – ფეხზე დგომა და სიარული – სხეულის ქვედა ნაწილის ვენებზე ზეწოლას ზრდის.
ზოგჯერ ვარიკოზული ვენები სერიოზულ პრობლემებს იწვევს. ამავე დროს, ისინი სისხლის მიმოქცევის სხვა პრობლემების მაღალი რისკის მაუწყებელიც არის.
ვარიკოზის მკურნალობა გულისხმობს კიდურების სპეციფიურ მოვლას, კონსერვატიულ ან ქირურგიულ მკურნალობას, რაც ვენის დახურვას ან ამოკვეთას გულისხმობს.
ვენის ვარიკოზული გაგანიერება თავისთავად ტკივილს არ იწვევს, თუმცა ვარიკოზზე შესაძლოა მიანიშნებდეს:
● უსიამოვნო შეგრძნება, სიმძიმის შეგრძნება ფეხებში;
● სიმხურვალე, კუნთების კრუნჩხვითი ტკივილი და კოჭების შეშუპება;
რაც შეეხება მეორე შეკითხვას, სიცივით გამოწვეული „თავის ქალის გაციება“ ან თავის ტკივილი, თავისით ქრება მალევე, არ არის საჭირო ექიმთან ვიზიტი, თუმცა თუ თქვენ გსურთ პრევენციის მიზნით სპეციალისტთან ვიზიტის განხორციელება, შეგიძლიათ მობრძანდეთ ნევროლოგთან.
ხოლო, თუ რა იწვევს „ფეხების წვას“ დისტანციურად ზუსტი დიაგნოზის დასმა შეუძლებელია, ამიტომ კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში შემოგთავაზებთ ანგიოლოგთან უფასო კონსულტაციას, უშუალო ვიზიტისას სპეციალისტი შეაფასებს მდგომარეობას, საჭიროების შემთხვევაში დაგინიშნავთ კლინიკურ–ლაბორატორიულ კვლევებს, მაგალითად, სისხლძარღვების დოპლეროგრაფიას, რომელიც ჩვენს კლინიკაში, უახლესი თაობის ექოსკოპიის აპარატ Toshiba Aplio-500-ზე ტარდება, დიაგნოსტირდება სისხლძარღვოვანი პათოლოგიები, ხოლო ამის შემდეგ შეარჩევს, ინდივიდუალური მკურნალობის მეთოდს.
ანგიოლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეა ორშაბათი, წინასწარ ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა