პოსტოპერაციული ტკივილი

კითხვა: ყელში ნერწყვის გადაყლაპვის დროს მტკივა ,თითქოს ყელში ხორცმეტი მაქვს კვანძოვანი ჩიყვი მქონდა და ფარისებრი ჯირკვალი ამომიღეს, საყლაპავი ცალი მხარე მიშუპდება, 2 დღის განმავლობაში ტრახისანის საწუწნი აბები გამოვიყენე და გამიარა . მესამე დღე გავიდა და ისევ დამიწყო ტკივილი. რისი ბრალი იქნება და რომელ ექიმთან უნდა მივიდე . ყელ -ყურის ექიმთან ვიყავი და ყელში არა ფერი გაქვსო . აბა რა მჭირს?
პასუხი:

გამარჯობა! ასეთი სიმპტომი ზოგ შემთხვევაში ბუნებრივად თანმდევი მოვლენაა და სავარაუდოდ უკავშირდება პოსტოპერაციულ პროცესს. ტკივილის დინამიკაზე და განკურნების პერსპექტივაზე  პასუხისგაცემის ვალდებულება ეკისრება მკურნალ ექიმს,  ენდოკრინულ ქირურგს. იმ შემთხვევაში თუ მას ექნება განსხვავებული მოსაზრება, მაშინ მან თვითონვე უნდა განსაზღვროს შემდგომი კვლევების და სხვა სპეციალისტების ჩართვის საკითხი. გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას! 

გამოაგზავნეთ შეკითხვა