უპეების სიშავე

კითხვა: გამარჯობა კუჭნაწლავის ანთებითმა პროცესმა ან ნაღველმა შეიძლება გამოიწვიოს თვალების გარშემო მწვანე ფერი?
პასუხი:

მოგესალმებით,
თვალების ირგვლივ ლურჯი რგოლების არსებობა მემკვიდრული ხასიათისაც შეიძლება იყოს და რომელიმე პათოლოგიური პროცესის მანიშნებელიც , რგოლების გაჩენის ზოგადი მიზეზებია:
● გამოუძინებლობა და გადაღლა;
● კომპიუტერთან დიდხანს მუშაობა;
● სტრესი;
● დეპრესია;
● თვალების მუდმივი სრესა - ამ ერთი შეხედვით უვნებელ ჩვევას ადვილად შეუძლია თვალების ჩაშავება გამოიწვიოს. ხელები ყოველთვის სუფთა არ არის, სრესა კი ნაზ ლორწოვან გარსსა და მის სისხლძარღვებს აღიზიანებს;
● კანის დაბერება - თვალების ირგვლივ არსებული ნაზი კანი სხეულის
სხვა უბნებთან შედარებით ადრე კარგავს ელასტიურობას, სიმკვრივეს და ბუნებრივ ფერს;
გაუწყლოება;
● ნიკოტინი - ის ავიწროებს სისხლძარღვებს, ქსოვილები ჟანგბადოვან შიმშილს განიცდიან და თვალების ირგვლივ ლურჯი რგოლები ჩნდება.
ლიმფის და სისხლის მიმოქცევის შეფერხება შესაძლებელია განვითარდეს მემკვიდრული განწყობის, ზედმეტი სითხის და მარილიანი საკვების მიღების, ალკოჰოლის ინტენსიური მოხმარების, ძილის დაღვევის, მიკროელემენტების და ვიტამინების დეფიციტის, ჰორმონული ფონის ცვლილების, ალერგიის, სტრესის, გადაღლის დროს.
თვალების ირგვლივ სიშავესთან ბრძოლისთვის, მოგცემთ რამდენიმე რეკომენდაციას:
პირველ რიგში აუცილებელია ჯანმრთელი, სრულფასოვანი ძილი;
●დაბალანსებული კვება;
●წყლის დიდი რაოდენობით მოხმარება;
●კვების რაციონში მარილის შეზღუდვა.
დისტანციურად , ზუსტი პასუხის გაცემა შეუძლებელია, ამიტომ, მობრძანდით ჩვენს კლინიკაში ანგიოლოგთან უფასო კონსულტაციაზე ორშაბათს, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა