ტუჩის მოკლე ლაგამი - ქირურგია

კითხვა: გამარჯობა, მაინტერესებს თქვენთან თუ აკეთებენ ზედა ტუჩის მოკლე ლაგამის ჩაჭრას, და რა ღირს ეს პროცედურა? ღიმილის დროს ღრძილები მიჩანს ზედმეტად და მირჩიეს რომ ლაგამი უნდა ჩავიჭრა.
პასუხი:

მოგესალმებით,
ტუჩის ლაგამი ეს არის ლორწოვანი გარსის თხელი ნაკეცი, რომელიც აფიქსირებს ტუჩებს და ენას სწორ მდგომარეობაში.
მოკლე ლაგამის შემთხვევაში ტარდება ფრენულოპლასტიკა.
ენის ან ტუჩის მოკლე ლაგამი თანდაყოლილი ანომალიაა, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს:

  • არასწორი თანკბილვა;
  • ლორწოვანის ქრონიკული ტრავმა.

რის შედეგადაც ირღვევა სისხლის მიმოქცევა და ვითარდება:

  • ლოკალური პაროდონტიტი;
  • ღრძილების რეცესია და ა.შ.

ჩვენს კლინიკაში ფრენულოპლასტიკა ტარდება კომპლექსურად. საჭიროა ორთოდონტ–სტომატოლოგის და ყბა–სახის ქირურგის ერთდროული ჩართულობა.
შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ყბა–სახის ქირურგ შოთა ლობჟანიძესთან კონსულტაციაზე. მდგომარეობის ობიექტურად შეფასების შემდეგ, ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციური ექიმი მოგემსახურებათ თანამედროვე გაიდლაინების შესაბამისად.

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა