მოგესალმებით,
ვარიკოზის ანუ ვენების ვარიკოზული გაგანიერების შორს წასულ შემთხვევებში, ვითარდება თრომბოფლებიტი (ვარიკოზული ვენების ანთება).
ჩვენს კლინიკაში, ფუნქციონირებს კიდურის შემანარჩუნებელი მიმართულება, რომელიც არტერიული დაზიანებების მქონე პაციენტებს მაღალი ტექნოლოგიებისა და მინიმალური ჩარევის საშუალებით სისხლის მიმოქცევის აღდგენაში ეხმარება.
კლინიკაში დანერგილია ენდოვასკულური მეთოდი – განაკვეთისა და ზოგადი ანესთეზიის გარეშე დახშული სისხლძარღვების მკურნალობა.
შესაბამისად, პაციენტს შეუძლია მობრძანდეს ჩვენს კლინიკაში, ანგიოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც ტარდება ყოველ სამშაბათს.
რაც შეეხება მოციმციმე არითმიას, ეს არის გულის რიტმის დარღვევა, რომელიც განსაკუთრებით ხშირად გვხვდება ხანში შესულ ადამიანებს შორის.
მოციმციმე არითმიის დროს წინაგულები ქაოსურად და არარეგულარულად იკუმშება, მათი შეკუმშვა არ არის კოორდინირებული გულის პარკუჭების შეკუმშვასთან, რის შედეგადაც გულისცემა არარეგულარული, არითმული გამოდის. ხშირად გულის შეკუმშვათა სიხშირეც მომატებულია, ყოველივე ამის გამო ორგანიზმისთვის სისხლის მიწოდება უარესდება და პაციენტი გულის ფრიალს, ქოშინს ან სისუსტეს უჩივის.
განასხვავებენ მოციმციმე არითმიის პაროქსიზმულ და ქრონიკულ ფორმებს. პირველი მცირე ხანს გრძელდება და გაივლის, ხოლო მეორე მუდმივია.
მოციმციმე არითმიის მკურნალობა ითვალისწინებს გულის ნორმალური რითმის აღდგენას, როცა ეს შეუძლებელია - გულის შეკუმშვათა სიხშირის კონტროლს. გარდა ამისა, მოციმციმე არითმიის მკურნალობის მნიშვნელოვანი მომენტია თრომბოზის თავიდან აცილება.
შეუძლია თქვენს მეუღლეს მობრძანდეს ჩვენს კლინიკაში, სადაც შევთავაზებთ გულ–სისხლძარღვთა სისტემის სრულყოფილ კვლევაზე ფასდაკლებას, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31406/gul%E2%80%93siskhldzarghvta-patologiebis--droulad-gamovlenis,-profilaqtikisa-da-mkurnalobis-miznit-chaitaret-umnishvnelovanesi-kvlevebi-mkholod-65-larad
დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
თუ გსურთ გაეცნოთ ჩვენს პასუხებს კარდიოლოგიურ პათოლოგიებთან დაკავშირებით, შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/22
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !