მოგესალმებით,
მოგახსენებთ, რომ ზოგადად "დინდგელის" მალამო გამოიყენება დამწვრობის, ჩირქოვანი ჭრილობების, ხანგრძლივად შეუხორცებადი იარების, ნეიროდერმიტების, ტროფიკული წყლულის, სოკოვანი დაავადებების, სამკურნალო საშუალებად. თუ ამ ტკივილის გამომწვევი მიზეზი არ იცით და ისე გამოიყენებთ ამ მალამოს, შესაძლოა ის შედეგი ვერ მიიღოთ რასაც ელით. რადგან ქუსლის ტკივილი არის გარკვეული პათოლოგიის არსებობის შედეგი და თუ გამომწვევი მიზეზი დადგინდება ,მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი სწორი სამკურნალო ტაქტიკის დაგეგმვა . ქუსლებში ტკივილი, შეიძლება გამოიწვიოს ფეხსაცმელმა, რომელსაც აქვს ძალიან დაბალი ქუსლი, გარდა ამისა, ქუსლის ტკივილი შეიძლება განაპირობოს ფეხის გულში, ქუსლის არეში კანქვეშა ცხიმის განლევამ მოძრაობითი აქტიურობის მკვეთრი მატების შემთხვევაში, მეორე მიზეზია ფეხის გულის ფასციიტი (ფასციის ანთება). ხშირად ასეთ მდგომარეობას განაპირობებს ბრტყელტერფიანობა.
დასაზუსტებლად საჭიროა მობრძანდეთ ტრავმატოლოგთან და ჩაიტაროთ კონსულტაცია.
დაგენიშნებათ თქვენზე ინდივიდუალურად მორგებული გამოკვლევათა პაკეტი და შემდგომ, შედეგების მიხედვით , სათანადო მკურნალობა.
კლინიკაში ამ ეტაპზე მიმდინარეობს აქცია, რომლის ფარგლებშიც შეგიძლიათ ისარგებლოთ ტრავმატოლოგთან უფასო კონსულტაციით, წინასწარი ჩაწერით შემდეგ ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: მოგესალმებით!ქუსლში ვგრძნობ მსუბუქ ტკივილს თითქოს ნაპრალები უნდა გაჩნდეს დავიწყე დინდგელის მალამოს გამოყენება დღეს დილიდან და მაინტერესებს სწორად მოვიქეცი თუ არ? თუ არადა გთხოვთ მირჩიოთ რაიმე..გმადლობთ!
პასუხი: