ტკივილი ჭიპის არეში

კითხვა: მტკივა მუცლის მარცხენა ნაწილი და ჭიპის ირგვლივ, ასევე დილით ადგომამდე მუცლის მარცხენა ქვედა ნაწილსში მებერება და ადგომისას ჩადის,მაქ ბრმა შიგნიდან ტკივილი გამოკვლევაზე მითხრეს გაზები გაქო დამინიშნეს წამლები მაგრამ შედეგი არაა.მირჩიეთ რამე
პასუხი:

მოგესალმებით, თუ ტკივილი ლოკალიზდება მხოლოდ ჭიპთან, შესაძლოა საქმე გვქონდეს ჭიპის თიაქართან. რაც შეეხება შებერილობას, გაზების დაგროვებას, ზოგჯერ ჯანმრთელ ადამიანებსაც აწუხებთ, თუმცა უმეტესად საჭმლის მომნელებელი სისტემის სერიოზული დაავადების სიმპტომს წარმოადგენს. აირების ჭარბად წარმოქმნის მიზეზი შეიძლება იყოს საჭმლის მომნელებელი ფერმენტების ნაკლებობა - ასეთ დროს ნაწლავებში არასრულად მონელებული საკვები ხვდება და დუღილსა და ლპობას იწყებს. მეტეორიზმის მკურნალობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია სწორი კვება, რაციონიდან უნდა ამოიღოთ აირთა წარმოქმნის ხელშემწყობი საკვები - ცომეული, ტკბილეული, რძე, ახალი ხილი და ბოსტნეული, პარკოსნები - ბარდა, ლობიო. რძის ნაცვლად უმჯობესია მიირთვათ რძემჟავა პროდუქტები (ყველი, მაწონი, იოგურტი). მეტეორიზმის სამკურნალოდ ძირითადად ფერმენტები და სიმეტიკონის შემცველი მედიკამენტები გამოიყენება, რასაკვირველია ექიმის მიერ დანიშნული, რადგან არასწორად შერჩეული მედიკამენტებით თვითმკურნალობამ, შესაძლოა გართულება გამოიწვიოს. მიჰყევით თქვენი მკურნალი ექიმის დანიშნულებას, ალტერნატიული აზრის მოსასმენად შეგიძლიათ მობრძანდეთ "ქირურგიის ეროვნულ ცენტრში" გასტროენტეროლოგთან ვიზიტზე, კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში შემოგთავაზებთ სრულ გასტროსკოპიურ კვლევას უპრეცენდენტოდ დაბალ ფასად, 200 ლარის ნაცვლად 90 ლარად. აქციის ფარგლებში ისარგებლებთ ქირურგისა და გასტროენტეროლოგის კონსულტაციით, წინასწარ ჩაწერა აუცილებელია ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25. გმადლობთ, რომ ენდობთ ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა