შეკითხვა ექიმს

კითხვა: 1. 13 წლის ბიჭს აქვს იუვენილური ართრიტის დიაგნოზი 3 წელია ვმკურნალობთ ბიოლოგიური პრეპარატით ,,ენბრელი" იკურნება თუ არა ეს დაავადება ამ პრეპარატით, ამ ხნის განმავლობაში პრობლემა არ ქონია არაფერი. მადლობთ. 2. 62 წლის ქალბატონს უბუჟდება ხელები,განსაკუთრებით დილით, საერთოდ ვერ ამოზრაბეს. ერთი ხელის შუა თითი ნახევრად გაუქმებულია რადგან თუ მოხარა ვეღარ შლის. მირჩიეტ ვის მივმართოთ, ვისი პაციენტია? უღრმესი მადლობა
პასუხი:

მოგესალმებით ! შევეცდებით გიპასუხოთ და დაგეხმაროთ თქვენი შეკითხვების რიგითობის მიხედვით
1. იუვენილურ ართრიტთან დაკავშირებით :
ჩვენს ქვეყანაში,მსგავსი დაავადებების მართვის მიზნით ,შექმნილია "გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდი " ,მისი პრეზიდენტია ანი ბოქოლიშვილი ,ტელ .5 99 29 44 39.
პრეპარატი "ენბრელი ' ფინანსდება პროგრამის მიერ

2. ხელებში მაგისტრალური ნერვები გადის. განსაზღვრულ მდგომარეობაში ისინი ირგვლივ არსებული რბილი ქსოვილების ზეწოლას განიცდის, რაც პარესთეზიას - ხელებში ჩხვლეტის, ჭიანჭველების ცოცვის, სიცივის შეგრძნებას იწვევს. ეს შეგრძნება, გარდა იმისა, რომ დისკომფორტს გვაყენებს და ხელს უშლის საქმიანობას, შესაძლოა სერიოზული დაავადების ნიშანიც აღმოჩნდეს, ამიტომ უმჯობესია, პირველი გამოვლინებისთანავე მივაქციოთ ყურადღება.
დაბუჟების ყველაზე ხშირი მიზეზია განსაზღვრული ცხოვრების წესი, უფრო სწორად, საქმიანობა, რომელიც ხელების ერთ პოზიციაში ხანგრძლივად გაჩერებას მოითხოვს . მკურნალობის სქემა დაბუჟების მიზეზზეა დამოკიდებული, ამიტომ სწორი დიაგნოზი აუცილებელია. ექიმმა ზუსტად უნდა იცოდეს, რისი ბრალია ხელების დაბუჟება: კისრის ოსტეოქონდროზისა თუ ნერვზე ზეწოლის. მეორე შემთხვევაში გამოიყენება მკურნალობის ორი მეთოდი: კონსერვატიული ანუ მედიკამენტური და ქირურგიული. ამიტომ ,გირჩევთ მობრძანდეთ ნევროლოგის უფასო კონსულტაციაზე ,რომელიც შეაფასებს თქვენს მდგომარეობას და გაგცემთ კორექტულ პასუხს .უფასო ვიზიტზე მიმდინარეობს წინასწარი ჩაწერა 577 119 119 ან 2 02 25 25. გმადლობთ ,რომ ენდობით ჩვენს კლინიკას ,გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა