თეთრი ნადები ენაზე - გასტროენტეროლოგია

კითხვა: რისი ნიშანია ენაზე თეთრი ნადები არასასიამოვნო სუნით. წინასწარ გიხდით მადლობას
პასუხი:

მოგესალმებით,
იქიდან გამომდინარე, რომ ამ შეკითხვით უკვე მოგვმართეს, გიპასუხებთ ანალოგიურად.
ენაზე თეთრი ფერის ნადები ხშირად მიუთითებს კუჭ-ნაწლავის დაავადებაზე, მაგალითად გასტრიტისა და წყლულის არსებობაზე.
თეთრი ფერის ნადები ჩნდება, სტომატიტის, თირკმელებისა და საშარდე გზების ანთების, სტრესისა და ნერვული გადაძაბვის, ნაწლავური დისბიოზის იგივე დისბაქტერიოზისა და კანდიდოზის დროს. ენის გაწმენდა შეგიძლიათ კბილის ჯაგრისის დახმარებით, რომელსაც აუცილებლად უნდა ჰქონდეს უკანა მხარეს, სპეციალური ენის საწმენდი და ფაქიზად დაიმუშავეთ.
გახსოვდეთ, რომ ნადების მექანიკური მოშორება არც ისე ეფექტურია, საჭიროა, მისი გამომწვევი მიზეზის დადგენა და მკურნალობა, რაც დისტანციურად შეუძლებელია. შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში გასტროენტეროლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც ანამნეზის შეკრების შემდეგ, დასვამს დიაგნოზს და დაგინიშნავთ მკურნალობას, კონსულტაციისას შესაძლებელია გადაგამისამართოთ სხვა სპეციალისტთან.

● ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:  https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/24

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 და 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა