თეთრი ხაზის თიაქრის შემდგომი ორსულობა

კითხვა: გამარჯობა.მაქვს გაკეთებული თეთრი ხაზის თიაქრის ოპერაცია და გამიკეთეს ბადე.მაინტერესებს ბავშვის გაჩენა თუ შეიძლება? ხო არ დაზიანდება ბადე? რამე პრობლემა ხომ არ შემექმნება ?მადლობა წინასწარ
პასუხი:

მოგესალმებით,
თეთრი ხაზი არის მუცლის წინა კედელზე კუნთების მყესებისგან შექმნილი მკვრივი ზონარი. ჭიპის ზევით ჩნდება გამობერილობა, რომელიც თავისთავად არ ხორცდება.
ჭიპისა და თეთრი ხაზის თიაქრების ოპერაციული მკურნალობა გულისხმობს წინა კედელზე არსებული აპონევროზული დეფექტის დახურვას, მის გაკერვას.
რაც შეეხება ოპერაციის შემდგომ ორსულობას, ამისათვის საჭიროა სამედიცინო ჩვენება, რომლის გადაწყვეტაც შესაბამისი სპეციალისტის პრეროგატივაა.
მიმართეთ თქვენს მეან–გინეკოლოგს, რომელიც ობიექტურად შეაფასებს მდგომარეობას და გაგცემთ ამომწურავ პასუხს.
ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში გინეკოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც ტარდება ყოველ ხუთშაბათსა და შაბათს, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა