მოგესალმებით,
თავის ტკივილის გამომწვევი უამრავი მიზეზი, თანამედროვე კლასიფიკაციით, ოთხ ძირითად ჯგუფად იყოფა:
1. თავის ტვინის ორგანული დაავადებები და თავზურგტვინის სითხის დინამიკური მოშლილობები. მათ მიეკუთვნება: თავის ქალას ტრავმები - ტკივილი ლოკალიზებული ან ზოგადია და შედარებით ცუდად ემორჩილება მკურნალობას; თავის ტვინში არსებული მოცულობითი წარმონაქმნები - ტკივილი, ჩვეულებრივ, დილაობით ძლიერდება, ერთვის გულისრევა და ღებინება; თავის ტვინის ანთებითი დაავადებები (მენინგიტი, მენინგოენცეფალიტი).
2. სისხლძარღვოვანი მიზეზები. ამ ჯგუფს მიეკუთვნება ჰემიკრანია (შაკიკი), ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონია და არტერიული ჰიპერტენზია.
3. ფსიქოგენური მიზეზები. ამ ჯგუფს მიაკუთვნებენ დაძაბვისა და ასთენიის თანმხლებ თავის ტკივილს.
4. არატვინოვანი მიზეზები. ეს ყველაზე დიდი ჯგუფია. მას ეკუთვნის:
● კისრის მალების ოსტეოქონდროზი;
● ნებისმიერი ბუნებისა და ლოკალიზაციის ინფექციური დაავადება, რომელთა 40% თავის ტკივილის მწვავე შეტევებს იწვევს, ვირუსული ან ბაქტერიული ინფექციები, რომლებიც თავის ტკივილის შეტევით იწყება;
● მედიკამენტური თავის ტკივილი (ამ მხრივ აღსანიშნავია ორალური კონტრაცეპტივები, ნიტრატები, კოფეინი);
● მეტაბოლური მოშლილობები (ჰიპოქსია, ჰიპერკაპნია, დიალიზი და სხვა);
● ენდოკრინული მოშლილობანი (აკრომეგალია, ჰიპოთირეოიდიზმი, წინარემენსტრუალური სინდრომი, იდიოპათიური შეშუპება);
● თავის ქალას, კისრის, თვალის, ყურის, ცხვირის, ცხვირის დანამატი წიაღების, კბილების, პირის ღრუს პათოლოგიები.
დიაგნოსტირებისათვის იყენებენ თავის კომპიუტერულ და მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას, რომელიც სპეციალისტს თავის ტვინში მიმდინარე ორგანული თუ არაორგანული ცვლილებების შესახებ უნიკალურ ინფორმაციას აწვდის. ტარდება ასევე ანგიოგრაფია და თავის ტვინის სისხლძარღვების დოპლერი.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ნევროლოგთან კონსულტაციაზე, თუ საჭირო იქნება მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფიით კვლევა, კლინიკა დაგიმზადებთ საჭირო დოკუმენტაციას, ფორმა 100–ს და კალკულაციას, რომლის საფუძველზეც, თქვენი საცხოვრებელი ადგილის შესაბამისი რაიონული გამგეობა დააფინანსებს თქვენს კვლევას.
ნევროლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეა პარასკევი, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: გამარჯობა მაინტერესებს რისგან შესაძლოა გამოწვეული იყვეს გაუსაზლისი თავის ტკივილები.ეს ტკივილები მაქვს დიდი ხანია დახლოებით 5წელზე მეტი იქნება. ვიძინებ თავის ტკივილით ვიღვიძებ ტკივილით ამ პერიოდში თავის ქალა მტკივა თვალსაც მატკიებს კისრის გადაყოლებაც.არამაქვს საშუალება კოპიუტერიული კვლევა ჩავიტარო.ოჯახის ექიმმა ვერ გამიგო რის გამოა გამოწვეული.გთხოვთ მირჩიოთ რამე.გმადლობთ.
პასუხი: