თავბრუსხვევა, შუილი ყურებში - ნევროლოგია

კითხვა: მაქვს თავის ბრუილი, ყურებში წუილი, გადავიღე კატე ყველაფერი ნორმაშიაო, რა გადაღება უნდა ჩავიტარო რო გავიგო რა არის მიზეზი, ასევე მაქვს კორდინაციის დარღვევა
პასუხი:

მოგესალმებით,

აღნიშნულ შეკითხვაზე უკვე გიპასუხეთ, გთხოვთ იხილოთ ბმული: https://kirurgia.ge/ask/32172/-aterosklerozi-   

თუმცა თვაბრუსხვევის და ყურებში შუილის ყველა მიზეზზე არ გვისაუბრია.  მათ წარმოშობაში შესაძლოა ასევე როლს თამაშობდეს  შიდა ყურის პრობლემები, სისხლის მიწოდების შეზღუდვა, გარკვეული მედიკამენტები.

ყურებში ხმაურის მიზეზი კი, შეიძლება იყოს: ყურის ანთება,  გოგირდოვანი საცობი,  უცხო სხეული სასმენ მილში,  სასმენი ნერვის დაზიანება,  ასაკობრივი ცვლილებები,

გარდა ამისა, ყურებში ხმაური  და თავბრუსხვევა, შეიძლება გამოიწვიოს თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზმა, კისრის მალების ოსტეოქონდროზმა.

ამიტომ, კვლავ გირჩევთ დავიწყოთ კვლევები სისხლძარღვთა დოპლეროგრაფიით,  ხოლო დასახელებული პათოლოგიის გამორიცხვის შემთხვევაში, საჭირო იქნება ყელ–ყურის ექიმის კონსულტაცია და თუ იქაც ვერ ინახა პათოლოგია, მაშინ ვფიქრობთ საჭირო იქნება  მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია, რომელზეც კლინიკის აქციის ფარგლებში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ ფასდაკლება, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/15961/uprecedento-aqcia-mtliani-kherkhemlisa-da-zurgis-tvinis-kvleva.-magnitur-rezonansuli-tomografia

დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02  25 25.

თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.

გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა