თავბრუსხვევა ღეჭვის დროს

კითხვა: წოგესალმებით,ვარ 25 წლის.მაწუხებს თავბრუსხვევა მხოლოდ ღეჭვის დროს,გთხოვთ მიპასუხოთ რით შეიძლება იყოს გამოწვეული და ვის მივმართო?მადლობა წინასწარ❤
პასუხი:

მოგესალმებით,
ზუსტი დიაგნოსტირება რა თქა უნდა შეუძლებელია, თუმცა ვფიქრობთ, რომ ღეჭვასთან დაკავშირებით ხდება ცვლილებები ე.წ. ვესტიბულურ აპარატში ,რომელიც მდებარეობს სმენის ორგანოში , ხოლო კონკრეტულად საქმე შესაძლოა ეხებოდეს სასმენ მილში გოგირდის საცობის ,ან სხვა მიზეზის არსებობას.
რადგან, ჩვეულებრივ პირობებში, ყბების მოძრაობის შედეგად ღეჭვის დროს ყურის გოგირდი ბუნებრივად გადაადგილდება გარეთა სასმენი არხიდან გარეთ.
აღნიშნული პროცესის ნებისმიერი სახის დარღვევა კი, იწვევს ყურის გოგირდის დაგროვებას, რაც ხელს უშლის ყურის სათანადოდ ფუნქციონირებას, რასაც შედეგად შეიძლება მოჰყვეს თავბრუსხვევა.
აუცილებელია მიმართოთ შესაბამის სპეციალისტს.
ამ მიზნით შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ოტო–რინო–ლარინგოლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც დაათვალიერებს სასმენ სისტემას ინსტრუმენტულად, შეაფასებს თქვენს მდგომარეობას, დასვამს დიაგნოზს და განსაზღვრავს მკურნალობის მეთოდს.
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშივრდეთ ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა