სუნთქვის უკმარისობა

კითხვა: მოგესალმებით, მაქვს სუნთქვის პრობლემა, თუმცა არა ყოველდღიური, როდესაც ძალიან ცხელა საშინლად მიჭირს სუნთქვა ასე მგონია ყელში რამეს მიჭერენ და ამოსუნთქვა ძალიან მიძნელდება. იგივე მემართება ძალიან სიცივის დროს, ასევე კვამლის დროს და ნერვიულობისას, ვარ მეძუძური დედა, რისი ბრალი შეიძლება იყოს? კიდევ ერთი შეკითხვა: თვალების სიმშრალე მაქვს განსაკუთრებით უძილო ღამის შემდეგ და მზეზე, რა შეიძლება ჩავიწვეთო. გმადლობთ წინასწარ
პასუხი:

მოგესალმებით,

თქვენს მიერ აღწერილი სურათის მიხედვით ჩანს ,რომ გემართებათ  ბრონქოსპაზმი ,რაც ცხადია აძნელებს ჰაერის ცირკულაციას და იწვევს სუნთქვის უკმარისობას .

მსგავსი სიტუაცია ვითარდება იმ პირებში ,რომელთაც აქვთ ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება და გარკვეულ გარემოებებში ხდება მისი გამწვავება,ან შესაძლოა იგივე განაპირობოს სრულიად სხვა მიზეზებმა ,მაგალითად პანიკურმა მდგომარეობებმა ან განვითარდეს ანემიის ფონზე .

სუნთქვის გაძნელება და  უკმარისობა შესაძლოა დაკავშირებული იყოს კარდიულ მიზეზებთან ,რომლის ანამნეზურად არსებობა ,თქვენი წერილიდან არ ჩანს ,შესაბამისად მნიშვნელოვანია ამის გარკვევა .

გირჩევთ მობრძანდეთ კლინიკაში კარდიოლოგთან კონსულტაციის მიზნით, საჭიროა ობიექტური გასინჯვისა და ანამნეზური მონაცემების შეჯერება, სპეციალისტი დაგინიშნავთ საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიულ კვლევებს და განსაზღვრავს მკურნალობის მეთოდს. 

რაც შეეხება ოფთალმოლოგიურ პრობლემას, დისტანციურად წვეთებს ვერ გირჩევთ, საჭიროა გასინჯვა ოფთალმოლოგის მიერ და დიაგნოზის შესაბამისი მკურნალობის დანიშვნა .

კლინიკის აქციის ფარგლებში, შემოგთავაზებთ სრულ კარდიოლოგიურ კვლევაზე ფასდაკლებას, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31406/gul%E2%80%93siskhldzarghvta-patologiebis--droulad-gamovlenis,-profilaqtikisa-da-mkurnalobis-miznit-chaitaret-umnishvnelovanesi-kvlevebi-mkholod-65-larad

დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

 

 

გამოაგზავნეთ შეკითხვა