სუბსეროზული მიომა

კითხვა: გამარჯობა დამიდგინდა სუფსერიოზული კვანძი მარჯვენა საკვერცხესთან ვარ რვათვის ფეხმძიმე და მაინტერესებს საკეისრო კვეთა რო არ გავიკეთო და ფიზიოლოგიურად ვიმშობიარო რისკები რამდენად მაღალია? კვანძი მაქვს ორსულობის დასაწყისიდან დღემდე და მზარდი ამჟამად მისი ზომა 77 დან 85 მმ არის რას მირჩევდით და რადამიჯდება საკეისრო და მიომის ამოჭრა ერთად თანხობრივად ზუსტად მაინტერესებს .გმადლობთ წინასწარ.
პასუხი:

მოგესალმებით,
მოგაწვდით ზოგად ინფორმაციას. საშვილოსნოს მიომა - კეთილთვისებიანი ჰორმონდამოკიდებული სიმსივნეა, რომელიც იწყება საშვილოსნოს კედელში მცირე ზომის მიომის კვანძების წარმოქმნით, რომლებიც დაავადების განვითარების შემდგომ პროცესში იზრდება არაპროგნოზირებადი მიმართულებით.
რეკომენდაცია, მშობიარობა საკეისრო კვეთით ჩატარდება თუ ფიზიოლოგიური იქნება უმჯობესი, ბიმანუალური გასინჯვის მონაცემების მიხედვით უნდა განისაზღვროს.
ექიმი აფასებს საშვილოსნოს მიომის ზომას, ფორმას, მობილურობას, კონსისტენციას, თანხლებ პათოლოგიურ ცვლილებებს, ზუსტ მდებარეობას დ ა.შ.
ამავე ნიუანსებზეა დამოკიდებული ქირურგიული მკურნალობის ღირებულება, ამიტომ მიმოწერის რეჟიმში ვერ გიპასუხებთ.
დაავადების ადეკვატური მართვისა და მკურნალობის შესარჩევად გამოიყენება დამატებითი კლინიკური და პარაკლინიკური კვლევები.
გირჩევთ, მიმართოთ თქვენს მეან–გონეკოლოგს, ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში გინეკოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც ტარდება ყოველ ხუთშაბათსა და შაბათს, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა