კითხვა: ჩემს 14 წლის ბიჭს ბეჭებზე გაუჩნდა იისფერი სტრიები.მათი რაოდენობა მატულობს.რისი ბრალია და რა ვქნა რომ რაოდენობამ არ მოიმატოს.
პასუხი:
მოგესალმებით,
სტრიები არის ვარდისფერი, წითელი ან იასამნისფერი ზოლები, რომლებიც ჩნდება მუცელზე, მკერდზე, მხარზე, დუნდულოებზე, ბარძაყებზე და საბოლოოდ გარდაიქმნებიან თეთრად ან ნაცრისფრად.
სტრიებს იწვევს კანის გაჭიმვა. სტრიები უფრო შესამჩნევია თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონ კორტიზონის სიჭარბისას. კორტიზონი ასუსტებს კანის ელასტიურ ბოჭკოებს.
სტრიები ჩნდება წონაში საგრძნობი მატების დროს , ან სწრაფი აქსელერაციის დროს .
მოზარდებს შეიძლება განუვითარდეთ სტრიები სწრაფი ზრდის შედეგად.
ზუსტი დიაგნოსტირებისათვის, უმჯობესია მიმართოთ დერმატოლოგს.
სამწუხაროდ ამ ეტაპზე აღნიშნული ექიმი არ გვყავს ცენტრში, ამიტომ ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !