სპლენექტომია

კითხვა: გამარჯობა ვარ 25 წლის 12 წლის ასაკში გავიკეთე სპლენექტომია, ამჟამად ვარ დაკავებული აქტიური სპორტით ვარჯიშობ სამჭიდზე და ვეწევი საკმაოდ დიდ წონებს თავს სრულიად ჯანმრთელად ვგრძნობ ჩვეულებრივი გრიპიც კი არ მეკარება და თუ შეგიძლიათ მითხრათ მომავალში შეიძლება თუ არა რამე გვერდითი მოვლენები მქონდეს და რა პრევენციული ზომების მიღება შეიძლება? მადლობთ წინასწარ.
პასუხი:

მოგესალმებით!
ელენთის გადიდება უმეტესად მეორეულია. ელენთის პირველადი დაზიანება იშვიათია. იმ პათოლოგიათა ჩამონათვალი, რომლებიც შეიძლება ელენთის გადიდების მიზეზად იქცეს, მრავალრიცხოვანია.
ორგანიზმის ცხოველმყოფელობის პროცესში ელენთა განსაზღვრულ როლს ასრულებს. მის წითელ პულპაში ხორციელდება ერითროციტების ხარისხის ერთგვარი კონტროლი, ხდება დაზიანებული ერითროციტების სისხლის მიმოქცევიდან ამოღება და დაშლა.
ანტისხეულების მიერ შებოჭილი ბაქტერიები და სისხლის უჯრედებიც ელენთის მეშვეობით სცილდება სისხლის მომოქცევის სისტემას.
ელენთის – ამ საკმაოდ მრავალფეროვანი ფუნქციის მქონე ორგანოს - ამოკვეთის შემდეგ პაციენტები არა მარტო ჩვეულებრივ ცხოვრებას უბრუნდებიან, არამედ, მათი მდგომარეობა უმჯობესდება კიდეც. კერძოდ, იკლებს და ქრება სიმძიმის შეგრძნება და ტკივილი მარცხენა ფერდქვეშა მიდამოში, წყდება ერითროციტებისა და თრომბოციტების გაძლიერებული დაშლა.
შესაძლოა, დიდხანს შეცვლილი დარჩეს ერითროციტების ზომა და ფორმა, თუმცა პაციენტის ზოგად მდგომარეობაზე ეს არ აისახება.
ყველაზე მნიშვნელოვანი,რაც ელენთის ამოკვეთის შემდეგ გასათვალისწინებელია, არის იმუნური სტატუსის ცვლილება ,ვინაიდან ელენთა მძლავრი იმუნური ბარიერია და მის გარეშე ,აუცილებელია ანტიმიკრობული პროფილაქტიკის პერმანენტული დაცვა .
შესაბამისად ,სასურველია გყავდეთ მკურნალი ექიმი , ინფექციონისტის სახით ,რომელთანაც გაივლით კონსულტაციებს და საჭიროების შემთხვევაში,დაუყოვნებლად მიაკითხავთ მას . განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ,ტემპერატურის მომატების შემთხვევაში არ დაივიწყოთ მასთან ვიზიტი .
გმადლობთ, რომ გვენდობით , გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა