გამარჯობა, კეფის არეში ტკივილის უამრავი მიზეზი არსებობს,მათ შორის არტერიული ჰიპერტენზია,დაძაბულობის თავის ტკივილი,თავის ან კისრის ტრავმასთან, სისხლძარღვოვან პათოლოგიასთან დაკავშირებული თავის ტკივილი, კეფის ნერვის ნევრალგია, რომლის დროსაც ტკივილი ძლიერდება თავის მოძრაობის დროს, ხერხემლის კისრის მიდამოს დაავადებები ოსტეოქონდროზი, სპონდილოზი, კისრის მალების ტრავმული დაზიანება, კისრის კუნთების დაჭიმულობა, ხანგრძლივად უმოძრაოდ ყოფნა,ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ფსიქო-ემოციური გადაძაბვა და სხვა. თავის ტკივილით პაციენტის გასინჯვისას გასათვალისწინებელია პაციენტის ასაკი, სქესი, ტკივილის ლოკალიზაცია და გავრცელება, ტკივილის დასაწყისი, მიმდინარეობა, შეტევითია ტკივილი თუ მუდმივი ხასიათი აქვს, ტკივილებს შორის პერიოდში სრულიად ჯანმრთელია თუ აქვს ნარჩენი მოვლენები,რა მედიკამენტს ღებულობს პაციენტი ტკივილის დროს და როგორი შედეგი აქვს მის მიღებას, ექიმის მიერ დანიშნულ მედიკამენტს ღებულობს თუ თვითმკურნალობას მიმართავს,გასათვალისწინებელია ასევე თავის ტკივილის ოჯახური ანამნეზი და სხვა. დიაგნოზის დასადგენად აუცილებელია ვიზიტი ნევროლოგთან, რომელიც ანამნეზის და ტკივილის ლოკალიზაციის გათვალისწინებით, ობიექტური მონაცემების საფუძველზე დაგინიშნავთ სათანადო მკურნალობას ან კვლევის მეთოდს . თავის ტკივილის ბევრ შემთხვევაში ნეიროგამოსახვითი კვლევები ( თავის ტვინის კომპიუტერული და ბირთვულ-მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია) საჭირო არ არის,თუმცა არ არის გამორიცხული ,თქვენს შემთხვევაში საჭირო გახდეს აღნიშნული რადიოლოგიური კვლევები . სპეციალისტთა კონსულტაციების და კვლევების ჩასატარებლად შეგიძლიათ ისარგებლოთ ქირურგიის ეროვნულ ცენტრში მიმდინარე აქციებით.
პაციენტების წინასწარი ჩაწერა ხდება ნომერზე – 577 119 119 ან 202 25 25. გმადლობთ,რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით. გისურვებთ ჯანმრთელობას!