სპლენექტომია–პოსტოპერაციული პერიოდი

კითხვა: მოგესალმებით, ჩემს 14 წლის ბიჭს წელიწადნახევრის წინ ჩაუტარდა სპლენექტომია ( დიაგნოზი- თრომბოციტოპენიური პურპურა) ამჟამად ბავშვი თავს კარგად გრძნობს და ანალიზებიც ნორმაშია. შეუძლია თუ არა დაკავდეს აქტიური სპორტით, კერძოდ კალათბურთით? გმადლობთ
პასუხი:

მოგესალმებით ! შევეცდებით მოგაწოდოთ ზოგადი ინფორმაცია ,რაც ვფიქრობთ საინტერესო იქნება თქვენთვის .
ანტიკურ ეპოქაში მიაჩნდათ, რომ ელენთას უმნიშვნელოვანესი როლი ეკისრებოდა ადამიანის ფსიქოემოციური სფეროს მართვაში, გუნება-განწყობის რეგულირებაში. ძველი ბერძნები და რომაელები მარათონელებს ელენთას კვეთდნენ, რათა მათ უფრო თავისუფლად და სწრაფად ერბინათ.
ამჟამად დადგენილია, რომ ორგანიზმის ცხოველმყოფელობის პროცესში ელენთა განსაზღვრულ როლს ასრულებს.
ელენთის გადიდებას მრავალი პათოლოგიური მდგომარეობა უდევს საფუძვლად. ელენთის გადიდება ყოველთვის როდი ნიშნავს დაავადებას; იშვიათად სპლენომეგალია შესაძლოა პრაქტიკულად ჯანმრთელ ადამიანსაც აღმოაჩნდეს.
ერთი შეხედვით პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ ელენთის – ამ საკმაოდ მრავალფეროვანი ფუნქციის მქონე ორგანოს - ამოკვეთის შემდეგ პაციენტები არა მარტო ჩვეულებრივ ცხოვრებას უბრუნდებიან, არამედ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მათი მდგომარეობა უმჯობესდება კიდეც. კერძოდ, იკლებს და ქრება სიმძიმის შეგრძნება და ტკივილი მარცხენა ფერდქვეშა მიდამოში, წყდება ერითროციტებისა და თრომბოციტების გაძლიერებული დაშლა, ავადმყოფს აღარ ემუქრება ელენთის გასკდომა. სპლენექტომიის შემდეგ მცირე ხნის განმავლობაში სისხლში ლეიკოციტებისა და თრომბოციტების შემცველობა მკვეთრად იმატებს, თუმცა 2-3 კვირაში ნორმას უბრუნდება. შესაძლოა, დიდხანს შეცვლილი დარჩეს ერითროციტების ზომა და ფორმა, თუმცა პაციენტის ზოგად მდგომარეობაზე ეს არ აისახება. ყოველივე ზემოთქმულის მიუხედავად, უნდა აღვნიშნოთ, რომ შეუძლებელია, ორგანოს ამოკვეთამ ადამიანის ორგანიზმს არავითარი კვალი არ დაატყოს. სპლენექტომიის შემდეგ თავს იჩენს ბაქტერიული ინფექციებისა და პარაზიტული დაავადება ბაბეზიოზისადმი მიდრეკილება, ამიტომ ადამიანმა, რომელსაც ელენთა აქვს ამოკვეთილი, მუდმივად უნდა ეცადოს ინფექციების არიდება ს ,ვირუსებისგან და ბაქტერიებისაგან თავის დაცვას ,იზრუნოს იმუნური სტატუსის გაუმჯობესებაზე,მიმართოს ზომიერ ფიზიკურ ვარჯიშებს და სხეულის წრთობას .რაც შეეხება აქტიურ სპორტს – აქ საკითხი რთულადაა.როგორც წესი, დიდი ფიზიკური დატვირთვები ,რომელიც სპორტსმენთა ჩვეული საქმიანობაა, ორგანიზმზე განხორციელებული დიდი სტრესია,რასაც შეუძლია მასში არსებული სუსტი წერტილების გაღვივება .ამდენად ,იმის მტკიცება ,რომ აქტიური სპორტი ,თქვენი ვაჟისთვის უსაფრთხო აღმოჩნდება,ობიექტურად არასწორი იქნება . გარდა ამისა, ჯერ ოპერაციიდან არც თუ ისე ბევრი დროა გასული და ნებისმიერი გადაწყვეტილება ,რაც ფიზიკურ დატვირთვას უკავშირდება ,სასურველია მკურნალ ექიმს შეუთანხმოთ . გმადლობთ ,რომ დაინტერსდით ჩვენი კლინიკით ,გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა