სპაზმური ხველა

კითხვა: გამარჯობა 2 თვეა მახველებს სპაზმური ხველა მაქვს ვიმკურნალე ანტიბიოტიკებით დავლიე მაგრამ შედეგი არ მაქვს თან დიაგნოზიც ვერ დამისვეს საიდან მოდის ეს ყველაფერი
პასუხი:

მოგესალმებით!
დიაგნოზს დისტანციურად ვერ დაგისვამთ, ეს არაპროფესიულია, თუმცა ზოგადად მოგახსენებთ.
ხველა, როგორც ასეთი, ორგანიზმის თავდაცვითი რეაქციაა გამღიზიანებელზე.
როგორც აღნიშნავთ, გაქვთ სპაზმური ხველა, რაც სავარაუდოდ, თქვენს შემთხვევაში, „მშრალი ხველის“ სინდრომია.
ხველის გამომწვევი მიზეზებია:
● მწვავე რესპირაციულ- ვირუსული ინფექციები;
● მწვავე ბრონქიტი;
● ქრონიკული ბრონქიტი;
● რინოსინუსიტი.
● გასტროეზოფაგური რეფლუქსი;
● ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება;
● თამბაქოს წევა;
გამოსარიცხია შემდეგი დაავადებებიც:
● გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიები (მაგალითად, მარცხენაპარკუჭოვანი უკმარისობა);
● სასუნთქი სისტემის ინფექციები
● უცხო სხეულის არსებობა სასუნთქ სისტემაში.
ზოგჯერ ხველა შუა ყურის ანთების სიმპტომია. პაციენტთა მცირე ნაწილს აქვს ცდომილი ნერვის ყურის ტოტი, რომლის გაღიზიანებამაც შესაძლოა ხველა გამოიწვიოს. ხველის პროვოცირება ასევე შეიძლება მოახდინოს სასმენი არხების გაღიზიანებამ გოგირდის საცობით, უცხო სხეულით და ყურის ინფექციამ.
ზოგიერთი ფარმაცევტული პრეპარატის გვერდითი ეფექტიც შესაძლოა სწორედ ხველით გამოვლინდეს. ქრონიკული ხველა საკმაოდ დაუმორჩილებელი და ძნელად სამართავი პრობლემაა. მისი სწორი კლინიკური შეფასება, ხველის გამომწვევი დაავადებების ზუსტი დიაგნოსტირება და ადეკვატური მკურნალობის შერჩევა ამ პრობლემის წარმატებული მართვის საფუძველია.
მობრძანდით, ჩვენს კლინიკაში ოტო–რინო ლარინგოლოგთან კონსულტაციაზე, სპეციალისტი გაგსინჯავთ, დაათვალიერებს სასუნთქ და სასმენ სისტემას, როგორც ინსტრუმენტულად, ისე ვიზუალურად, საჭიროების შემთხვევაში დაგინიშნავთ დამატებით კვლევებს, ხოლო თუ გამოირიცხება ყელ–ყურცხვირის პრობლემები, გადაგამისამართებთ შესაბამის სპეციალისტთან.
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა